Latest news
ლავრიო: 32 წლის კაცმა ყოფილი შეყვარებული და მისი პარტნიორი დაჭრა საბერძნეთის საგადასახადო სამსახური მოქალაქეების უკეთ მომსახურების მიზნით ახალ დეპარტამენტს დაიმატებს უამინდობის ფენომენი კუნძულ კრეტაზე  ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა
შაბათი, ოქტომბერი 3, 2026
საბერძნეთი

საბერძნეთი ათენის აღმოსავლეთით ქურთების ბანაკს ხურავს

ადგილობრივი მედიის ცნობით საბერძნეთი დახურავს ქურთების ბანაკს ქალაქ ლავრიოში, ათენის სამხრეთ- აღმოსავლეთით.

გავრცელებული ინფორმაციით ბანაკი, რომელიც 40 წელზე მეტია არსებობს, დაიხურება იმ მოტივით, რომ შენობები ცუდ მდგომარეობაშია და  ისინი საშუალო დონის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებენ, ამიტომ იქ მცხოვრებ ადამიანებს სხვა ლტოლვილთა ბანაკებში გადაიყვანენ.

ლავრიოს ბანაკი თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობაში დიდი ხანია დავის საგანია.

პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ცოტა ხნის წინ დაადანაშაულა საბერძნეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყანა ტერორისტების მფარველობაში.

ოფიციალური ანკარა აცხადებს რომ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული პირები თავს აფარებენ ძირითადად საბერძნეთს, ევროპას, ინგლისსა და ამერიკას, ხოლო უშუალოდ საბერძნეთის ტერიტორიაზე მათ თავშესაფრად კონკრეტულად ლავრიოს ქურთების ბანაკია მითითებული.

საბერძნეთმა არაერთხელ უარყო თურქეთის პრეტენზიები და განაცხადა, რომ ის არ იცავს უცხოელ ტერორისტებს, რომ არაფერი ვთქვათ მათ წვრთნაზე.

ლავრიოს ბანაკის დახურვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც საბერძნეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუმჯობესდა,  რაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დამანგრეველი მიწისძვრისა და ტემპის ტრაგედიის შემდეგ ამ ორი ქვეყნის მიერ  გამოხატულმა ურთიერთთანადგომამ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *