Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

სალონიკი: 49 წლის მამაკაცი ლიფტის შახტაში ჩავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა პარასკევს შუადღისას თესალონიკის ცენტრში, როდესაც 49 წლის მამაკაცი ლიფტში შესვლის მცდელობისას სიცარიელეში ჩავარდა, რის შედეგადაც იგი დაშავდა და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ღამის 12 საათზე მოხდა. მოსკოვის ქუჩის 12 ნომერში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში 49 წლის მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა რომლის კარიც ჩვეულებრივ გაიღო, თუმცა მან ვერ შეამჩნია რომ კაბინა ადგილზე არ იყო და 5-6 მეტრის სიმაღლის შახტაში ჩავარდა. დაცემის დროს მან ქვედა კიდურების დაზიანება მიიღო.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სასწრაფო დახმარების და სახანძრო სამსახურის მაშველები, რომელთა დახმარებითაც დაშავებული შახტიდან ამოიყვანეს და ჰიპოკრატეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების განცხადებით ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *