Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ხილ-ბოსტნეულზე გაზრდილი ფასები მომხმარებელთა პანიკას იწვევს

საბერძნეთში ბოლო დროს ყოველდღიური მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე და განსაკუთრებით ხილ-ბოსტნეულზე ფასები საგანგაშოდ გაიზარდა, რაც მოსახლეობის შეშფოთებას და სამართლიან აღშფოთებას იწვევს. მაგალითად პომიდორი ჩერი, რომლის ერთი  შეფუთვაც თითქმის 10 ევროდ იყიდება.

პომიდორი 9,9 ევრო

ყაბაყი 4,95 ევრო

კიტრი 3,5 ევრო

დიოზმო( პიტნა) 1,10 ევრო ცალი

ეს არის ბოსტნეულის ახლანდელი ფასების მცირე ჩამონათვალი ატიკაში მდებარე სასურსათო მაღაზიებში.

მომხმარებელთა კავშირის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით ხილის და ბოსტნეულის ფასები  50%-ით არის გაზრდილი. “პროდუქტი, რომელიც იცვლის მინიმუმ ოთხ ხელს, სანამ მომხმარებლამდე მიაღწევს, ფასდება ოთხჯერ”, – განაცხადა მომხმარებელთა კავშირის პრეზიდენტმა აპოსტოლოს რატოპულოსმა .

თესალიის დაბლობის განადგურებამ ზოგიერთ ადამიანს მოგების მიღების შესაძლებლობა მისცა, რადგან ოფიციალური მონაცემებით, თესალიაში მოყვანილი ხილი და ბოსტნეული მოიცავს 28 000 ჰექტარს, რაც მთლიანი ეროვნული წარმოების მხოლოდ 7,5%-ს შეადგენს, შესაბამისად წყალდიდობის მიერ მიყენებული ზარალი არ ქმნის იმ დონის სასურსათო კრიზისს, რაც ფასების ასეთი კატასტროფულ ზრდას გაამართლებდა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *