სალონიკი: ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად რიგებია
სალონიკი: ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად რიგებია
ხელოვნური ინტელექტი არამხოლოდ ადამიანების პროფესიული და საგანმანათლებლო პროცესის განუყრელ ნაწილად იქცა, არამედ დღესასწაულებისა და ტრადიციული ღონისძიებების სფეროშიც შეიჭრა.
ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად, რომელიც სალონიკში შექმნეს, ხალხი რიგს იკავებს.
ალექსის ღერაკისი, რომელიც ყოველწლიურად ინოვაციური დეკორაციებით სთავაზობს სააღდგომო სანთლებს საბერძნეთის მოსახლეობას, წელს საკმაოდ თანამედროვე დიზაინით დაგვიბრუნდა.
“ყოველ წელს ვცდილობ გავაკეთო რაღაც ისეთი, რომელიც მიმდინარე მოვლენებს შეესაბამება. იდეები ძირითადად მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან საუბრისას მებადება. ჩემი შვილები ჩემი საუკეთესო მრჩეველები არიან. თუმცა ყოველდღიურობაც ავტომატურად გვკარნახობს ხანდახან თუ რისი გაკეთება ღირს.” – აცხადებს ალექსის ღერაკისი.
