Latest news
ათენი: გრავას სკოლებში 4 000 მოსწავლეს დისტანციურად ჩაუტარდება გაკვეთილები ათენის მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობის გასაგრძელებლად უცხოელ ექსპერტს მოიწვევენ გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: ბრალდებულების შვილი პლაზმოფერეზის პროცედურაზე საუბრობს მაზონაკისის გრადაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული უარყოფს საზღვარგარეთ მილიონობით ევროს ანგარიში... დეფორმირებული ატამი პირუტყვის ყვავილზე უფრო მასშტაბური იქნება ნიკოს მორაიტისი საავტორო უფლებებზე საუბრობს სალონიკი: პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა ტიროდა, რადგან უთხრეს თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო - რას ამბობს 13 წლის კენიელი მოსწავლის დედა მხოლოდ 2 წუთით მანქანის გაჩერება შესაძლოა ჯარიმის გამოწერით დასრულდეს კრეტა: რატომ მოიპარა მძარცველმა ჯიხურის დაცვის კამერა
პარასკევი, ოქტომბერი 9, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ეშინიათ თუ არა ბერძნებს ხელოვნური ინტელექტის და რა როლი აქვს მას განათლებაში

ეშინიათ თუ არა ბერძნებს ხელოვნური ინტელექტის და რა როლი აქვს მას განათლებაში

ბოლო 3 თვის განმავლობაში სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკამ 65%-ით იმატა. 

ეჭვი და შიში ძირითადად იმ ჯგუფებში ვლინდება, რომლებიც დასაქმებულ ჯგუფებს აღარ ეკუთვნიან და სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში არიან. 

2022 წლის მიწურულს ხელოვნურმა ინტელექეტმა თანდათანობით დაიწყო გავრცელება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, რამაც მისი მრავალი მომხარებლის გაჩენაც განაპირობა. დღესდღეობით AI-ის კოდი გვხვდება საწარმო აპლიკაციებში, სამომხმარებლო აპებსა და ჩაშენებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში.

თანამედროვე ცხოვრებაში აქტუალურ საკითხს წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის როლი განათლების სისტემაში. მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აზრით, სკოლის მომავალს სწორედ ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს. ცალსახაა, ეს ტექნოლოგია შეცვლის იმას, თუ როგორ სწავლობენ სტუდენტები, როგორ ასწავლიან მასწავლებლები, რაც საბოლოო ჯამში, გარდაქმნის მთლიან საგანმანათლებლო სისტემას.

საკლასო გაკვეთილების დრო შეზღუდულია, რის გამოც მასწავლებლები ხშირად ვერ ახერხებენ დაადგინონ ყველა მოსწავლემ გაიგო თუ არა ახსნილი მასალა. ამ პრობლემის გადაჭრა ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია. 

როდესაც აღმოაჩენენ მასწავლებლები, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილს საშინაო დავალებაზე არასწორი პასუხი აქვთ, AI სისტემა აფრთხილებს მასწავლებელს და სტუდენტებს უგზავნის მათზე მორგებულ შეტყობინებას, რომელიც შეიცავს მინიშნებებს სწორ პასუხზე. ეს პროგრამები ხელს უწყობს სწავლის პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეულმა სტუდენტმა სასწავლო მასალა წარმატებით აითვისოს.

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შემსწავლელი საპილოტე პროგრამა საშუალო სკოლებში პედაგოგებისთვის 2025 წლის 20 დეკემბრიდან დაიწყო, ხოლო დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის კი 2026 წლის მარტიდან დაიწყება. 

საპილოდე პროგრამას AI inSchools ეწოდება და ბერძნულ სკოლებში ხელვნური ინტელექტის ChatGPT Edu-ს გამოყენების შემსწავლელი კურსები გავლას ისახავს მიზნად.

სრულიად საბერძნეთის მასშტაბით საპილოტე პროგრამა 20 სკოლაში ჩატარდება. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *