Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთი

სამოთხის მსგავსი პატარა ბერძნული კუნძულის ბნელი ისტორია

ტრიკერი პაგასიტის ყურეში, პელიონის ნახევარკუნძულის ბოლოში, საბერძნეთის ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი პატარა, წყნარი კუნძულია.

ამ მყუდრო, მწვანე კუნძულზე არ არის მანქანები, არც გზები. კუნძულის ინფრასტრუქტურა  ძირითადად საფეხმავლო ბილიკებისგან შედგება. პორტის სიახლოვეს არის მხოლოდ რამდენიმე ტავერნა და პატარა მაღაზია.

ერთ საათზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ კუნძულის ერთი ბოლოდან მეორემდე ფეხით გაიაროთ და დატკბეთ პელიონის ნახევარკუნძულის განსაცვიფრებელი ხედებით და თვალწარმტაცი სანაპიროებით.

მის ყველაზე მაღალ წერტილზე დგას ღვთისმშობლის ხარების შთამბეჭდავი მონასტერი.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კუნძული ასეთი უკაცრიელია არის ის, რომ მეთერთმეტე საუკუნეში იგი განიხილებოდა, როგორც მდიდარი საკბილო მეკობრეებისთვის, ხოლო მისი ყურეები და შესასვლელები იყო შესანიშნავი ადგილი მათთვის ნადავლის დასამალად.

ტრიკერის ყველა მცხოვრები მატერიკზე გადავიდა. მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში, როდესაც  ერთ-ერთმა ბერმა გადაწყვიტა იქ დასახლება, კუნძულმა იხილა თავისი პირველი ნამდვილი მკვიდრი საუკუნეების განმავლობაში.

ლეგენდა ამბობს, რომ ბერმა იპოვა ღვთისმშობლის დაკარგული ხატი ძველი ნანგრევების გვერდით და ეკლესია ააშენა, რათა ხატი იქ დაესახლებინა. მონასტრის მშენებლობა 1827 წელს დაიწყო.

თუმცა, ამ წყნარ სამოთხეს საშინელი წარსული აქვს, რადგან საბერძნეთის სამოქალაქო ომის ბნელ წლებში და შემდეგ მას იყენებდნენ ციხედ და იძულებითი შრომის ბანაკად.

პირველი პატიმრები, რომლებიც კუნძულზე 1946 წელს გადაიყვანეს იყვნენ მამაკაცები, რომლებსაც ბრალი ედებოდათ პოლიტიკურ დანაშაულებში.

ისინი ძირითადად იყვნენ ეპიროსისა და თესალიის რაიონების მაცხოვრებლები, რომლებიც მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს EAM-ELAS-ის წინააღმდეგობის მოძრაობაში.

1947 წელს მამაკაცები გადაასახლეს სხვა ბანაკებში და ტრიკერის ბანაკი გამოიყენებოდა ქალი კომუნისტი და მემარცხენე პოლიტიკური პატიმრებისთვის, რომლებიც ტყვედ ჩავარდნენ საბერძნეთის სამოქალაქო ომის დროს.

როდესაც ქალები, რომლებსაც ბევრი ბავშვი ჰყავდათ, დაეშვნენ ტრიკერის მიტოვებულ პლაჟებზე, ისინი სასიამოვნოდ გაოცდნენ განსაცვიფრებელი ხედებით და მწვანე პეიზაჟით.

თუმცა, ბანაკის რეალობამ მალევე გაანადგურა ყოველგვარი იმედი, რომ მათი პატიმრობა სამოთხებრივ დღესასწაულს ემსგავსებოდა. ბევრ მათგანს აიძულებდნენ მიწაზე დაეძინათ, საკვები არაადეკვატური იყო, ცნება ბავშვების ჯანმრთელობის დაცვა კი როგორც ასეთი, არც არსებობდა.

ბევრმა გადარჩენილმა ასევე ისაუბრა მესაზღვრეების მიერ ცემასა და წამების სხვა არაადამიანურ ფორმებზე, რაც პოლიტპატიმრების ბანაკი  საკონცენტრაციო ბანაკად გადააქცია.

1949 წლის სექტემბერში, სხვა ბანაკებიდან პოლიტიკური აქტივისტები გაგზავნეს კუნძულ ტრიკერზე, რამაც იქ მყოფი პატიმრების რაოდენობა 4700-მდე გაზარდა.

ბანაკი დაიხურა 1953 წელს, როდესაც ბოლო პატიმრები გაათავისუფლეს და ტრიკერზე ახლა ამ  მახინჯი წარსულის კვალიც კი აღარ არის დარჩენილი.

მისი წყნარი პეიზაჟი ამჟამად უამრავ სტუმარს მასპინძლობს და მისი ფირუზისფერი წყლები კიდევ უფრო მეტ სილამაზეს ანიჭებს იდილიურ კუნძულს, რომელმაც ოდესღაც ტანჯვა და უბედურება მოუტანა უამრავ ადამიანს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *