Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

აშშ: ინჟინრის სახლში საიდუმლო რადიოკავშირის ტექნოლოგიები აღმოაჩინეს

არნოლდის საჰაერო ძალების ბაზის 48 წლის ამერიკელმა ინჟინერმა სავარაუდოდ  90,000 აშშ დოლარის ღირებულების სამთავრობო რადიოტექნოლოგიური აღჭურვილობა დამალა საკუთარ სახლში, ტენესში.

აშშ-ს საჰაერო ძალების (AETC) მიერ გამოყენებული რადიოკავშირის ტექნოლოგიაში უსაფრთხოების დარღვევა გავლენას ახდენს შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის 17 ობიექტზე,  იტყობინება New York Times.

გავრცელებული ინფორმაციით, ინჟინერი მუშაობდა უკაბელო პროგრამირების პროგრამაზე. ორდერის თანახმად, პროგრამული უზრუნველყოფა შეიცავდა არნოლდის საჰაერო ძალების ბაზის (AAFB) მთელ საკომუნიკაციო სისტემას.

გამომძიებლების თქმით, კოლეგამ მათ ორჯერ შეატყობინა “ინსაიდერული საფრთხის მაჩვენებლების” და ასევე საჰაერო ძალების აღჭურვილობის არაავტორიზებული ფლობის შესახებ.

როგორც ირკვევა, 48 წლის მამაკაცს შესაძლოა ჰქონოდა წვდომა FBI-ის კომუნიკაციებზე, ისევე როგორც ტენესის სახელმწიფო სააგენტოებზე.

აღნიშნულ საქმეს სამი თვის შემდეგ, მოჰყვა აშშ-ს დაზვერვის ერთ-ერთი ყველაზე უარესი გაჟონვა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. ამ შემთხვევაში პენტაგონის ასობით დოკუმენტის გაჟონვაში ეჭვმიტანილი იმ დროს საჰაერო ეროვნული გვარდიის წევრი, 21 წლის ჯეკ ტეიშეირი დააკავეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *