Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიემიგრაციაკრიმინალი

სამოსში ორგანიზებული დაჯგუფება ყალბ პოლიტიკური თავშესაფრის ბარათებს ყიდდა

სამოსში ორგანიზებული დაჯგუფება ყალბ პოლიტიკური თავშესაფრის ბარათებს ყიდდა

ბრალდებულების მფლობელობაში დიდი რაოდენობის ბარათები და თანხა აღმოაჩინეს.

კუნძულ სამოსის უშიშროების სისტემატური გამოძიების შემდეგ, ატიკას უცხოელთა დირექტორატთან თანამშრომლობით, დაიშალა კრიმინალური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც აყალბებდნენ და ვაჭრობდნენ საერთაშორისო დაცვის განმცხადებლის ბარათებს, სულ მცირე, სექტემბრის ბოლოდან, რის შედეგადაც მათი მოგება შეფასდა 120,000 ევრომდე.

სამოსში და ატიკას მიდამოებში ჩატარებული ორგანიზებული ოპერაციით დააკავეს ოთხი პალესტინელი, მათ შორის დაჯგუფების ლიდერი, ხოლო იდენტიფიცირებული იქნა კიდევ ერთი ბერძენი და ცხრა სირიელი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიდერის ხელმძღვანელობით, დაჯგუფების წევრები ატიკას რაიონში აყალბებდნენ დოკუმენტებს, შემდეგ გზავნიდნენ სამოსში კურიერის კომპანიის მეშვეობით და ყიდდნენ კუნძულზე არალეგალურად ჩასული მესამე ქვეყნების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე რითაც უზრუნველყოფდნენ მათ უკანონო ცხოვრებას და გადაადგილებას საბერძნეთის ტერიტორიაზე.

იმაზე რომ მათი ბიზნესი ძალიან წარმატებული იყო, მეტყველებს მათ ხელთ არსებული მომსახურების და ფულადი გზავნილების ქვითრები, ასევე ამოღებული თანხები 18.255 ევრო, 1.700 დოლარი, 38.225 თურქული ფუნტი, 20 ისრაელური შეკელი, 65 ეგვიპტური ფუნტი და ორი საბანკო ბარათი.

ამ დროისთვის აღმოჩენილია ყალბი ბარათების 22 გაგზავნის ფაქტი, მაგრამ სამოსსა და ატიკაში ჩატარებული გამოძიების დროს აღმოჩნდა საერთაშორისო დაცვის განმცხადებლების 11 ყალბი ბარათი, 27 პასპორტი, სამი პირადობის მოწმობა, უცხოური ხელისუფლების სხვადასხვა დოკუმენტი და მრავალი პირადობის მოწმობებისა და პასპორტების ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ დაჯგუფება ემზადებოდა სხვა არალეგალური ემიგრანტებისთვის ყალბი საბუთების მიწოდებას. ასევე, ამოღებულია ლეპტოპი, სამი კომპიუტერი და ორი კომპიუტერის მონიტორი, რომლებიც გამოყენებული იყო დოკუმენტების გაყალბებისთვის, ოთხი მობილური ტელეფონი და რვეული, რომელზეც ხელნაწერი იყო დაჯგუფების აქტივობა.

ბრალდებულები გადაიყვანეს სამოსის პირველი ინსტანციის პროკურატურაში, სადაც მათ ბრალი წაუყენეს კრიმინალური ორგანიზაციის შექმნისა და გაწევრიანების გამო, გაყალბების გამორჩეული ფორმის და საიმიგრაციო კოდექსის დარღვევისთვის, ბრალი ასევე წაუყენეს ერთ ბერძენ და ცხრა სირიელ მოქალაქეებს, რომლებიც ამ დროისთვის იძებნებიან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *