Latest news
საბერძნეთში რომას საზოგადოებრივი ინტეგრაციის საკითხი მწვავე პრობლემად რჩება პროფესორი ლაზარატოსი საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სამართლებრივ პრობლემებზე საუბრობს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: დაკავებულ ექიმთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
კრიმინალიმსოფლიო

ირანელი ქალი ქმრის მკვლელობისთვის ჩამოახრჩვეს – ის 15 წლის იყო როცა დაქორწინება აიძულეს

ირანელი ქალი ქმრის მკვლელობისთვის ჩამოახრჩვეს – ის 15 წლის იყო როცა დაქორწინება აიძულეს

სამირა საბჯიანი 10 წელი იჯდა ციხეში – არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ირანში ქალი ჩამოახრჩვეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს ქმრის მკვლელობაში, რომელზეც იგი ბავშვობაში აიძულეს დაქორწინებულიყო, განაცხადა დღეს უფლებადამცველმა ორგანიზაციამ.

ნორვეგიაში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებების (IHR) თანახმად, სამირა საბჯიანი, რომელიც ათი წელია პატიმრობაში იყო, სიკვდილით დასაჯეს და გამთენიისას თეირანის მახლობლად მდებარე გეზელ ჰესარის ციხეში ჩამოახრჩვეს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ეს ქალი, რომელიც 15 წლის ასაკში ძალით გაათხოვეს, ქმრის მიერ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. ის ათი წლის წინ, 19 წლის ასაკში დააკავეს.

IHR-ის ცნობით, ქალს არ უნახავს თავისი ორი შვილი პატიმრობაში ყოფნისას, გარდა ერთი ვიზიტისა ამ თვის დასაწყისში, სიკვდილით დასჯამდე, რათა მათ სამუდამოდ გამომშვიდობებოდა.

„სამირა წლების განმავლობაში იყო გენდერული აპარტეიდის, ბავშვთა ქორწინებისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი და დღეს ის გახდა რეჟიმის კორუმპირებული და არაკომპეტენტური სიკვდილის მანქანის მსხვერპლი“, – თქვა მაჰმუდ-ამირი მოგადამმა, IHR-ის დირექტორმა.

Amnesty International-ის თანახმად მხოლოდ ნოემბერში ირანში 115 ადამიანის სიკვდილით დასჯა დაფიქსირდა რის გამოთაც ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები აღშფოთებას გამოსატავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოუწოდეს ირანს არ დაესაჯა ახალგაზრდა ქალი და ბრიტანეთიც ჩაერია მისი სიკვდილით დასჯის შესაჩერებლად.

„სამირა ბავშვთა ქორწინების მსხვერპლი იყო (…). ირანმა უნდა შეწყვიტოს ქალებისა და ბავშვების მიმართ შემზარავი მოპყრობა“, – დაწერა სამშაბათს X-ში ბრიტანეთის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ტარიკ აჰმედმა.

IHR-ის ცნობით, წელს ირანში 18 ქალი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის ერთ ერთი სამირა საბზიანი იყო.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *