Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოსახლეობას რამდენიმე რჩევას აძლევს ხანძრისგან თავის დასაღწევად

სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოსახლეობას რამდენიმე რჩევას აძლევს ხანძრისგან თავის დასაღწევად

კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს მოერიდნონ ყოველგვარი სახის აქტივობას, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ხანძრის გაჩენა-გავრცელებას.

ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვნენ სამოქალაქო დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სატყეო ხანძრის გაჩენის თავიდან ასარიდებლად. აღნიშნული მითითებების პოვნა მოქალაქეებს შეუძლიათ როგორც სამინისტროს ვებ-გვერდზე, ასევე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოფიციალურ ფეისბუკისა და ტვიტერის გვერდებზე.

იმ შემთხვევაში თუ კვამლს შეამჩნევენ დარეკონ 112-ზე, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს სამაშველო-სახანძრო ძალების მობილიზება და ხანძრის დროულად დამორჩილება.

ევაკუაციის საჭიროების დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი. მთავარი შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ, ნივთების შეგროვებაში დროის დაკარგვაა. სახლი შეიძლება რამდენიმე წუთში დაიწვას, თქვენ კი შიგნით ხაფანგში გამომწყვდეული აღმოჩნდეთ. 

ეცადეთ, შენობიდან გარეთ გახვიდეთ. თუ კარის სახელური შეხებისას ცხელი მოგეჩვენებათ, კარს ნუ გაააღებთ. იპოვეთ სხვა გასასვლელი, მაგალითად, ფანჯარა. თუ კარის სახელური ცივია, გახსენით ნელა და გახოხდით იატაკზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *