Latest news
პროფესორი ლაზარატოსი საბერძნეთში კერძო უნივერსიტეტების სამართლებრივ პრობლემებზე საუბრობს მაზონაკისის გარდაცვალების საქმე: დაკავებულ ექიმთა შორის დაპირისპირება წარმოიშვა ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა
სამშაბათი, ოქტომბერი 6, 2026
საბერძნეთიUncategorized

სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება – რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია

სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება – რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია

საბერძნეთში სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება. იუსტიციის მინისტრის, გიორგოს ფლორიდისის განცხადებით, შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში უკვე წარდგენილია და მისი მიღება დაახლოებით 15 ოქტომბრისთვის იგეგმება.

ახალი რეგულაციის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში, სატელეფონო და კომპიუტერული თაღლითობა დანაშაულის მძიმე კატეგორიაში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად (κακούργημα) დაკვალიფიცირდება, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგა დაზარალებულს. შესაბამისად, 120 000 ევროს ზიანის ზღვარი, რომელიც მოქმედი წესით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დასაკვალიფიცირებლად გამოიყენებოდა, კონკრეტულ შემთხვევებში აღარ იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის.

კანონპროექტის მიხედვით, თუ პირი სხვა პირთან ჯგუფურად და პროფესიული საქმიანობის სახით ახორციელებს თაღლითობას და ამ მიზნით:

  • სარგებლობს დაზარალებულის ასაკობრივი ან გონებრივი მდგომარეობით განპირობებული მოწყვლადობით; ან
  • მსხვერპლში შიშს, დაბნეულობას ან დაუცველობის განცდას იწვევს,

მას შესაძლოა 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა დაეკისროს.

თუ მიყენებული ზიანი ჯამურად 120 000 ევროს აღემატება, სასჯელი შესაძლოა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას ითვალისწინებდეს.

ანალოგიური ცვლილებები შედის კომპიუტერული თაღლითობის შემთხვევებშიც, მათ შორის, როდესაც უკანონო სარგებლის მიღების მიზნით ხდება საინფორმაციო სისტემაში უნებართვო ჩარევა, არასწორი ან არასრული ციფრული მონაცემების გამოყენება, მონაცემთა უკანონო შეცვლა, წაშლა ან გადაცემა, ასევე ფულადი სახსრების ან ფულადი ღირებულების გადატანისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის უკანონო გამოყენება.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, თავდაპირველი მოსაზრება, რომ ახალი რეგულაცია მხოლოდ ხანდაზმულ ან სხვა მოწყვლად პირებს დაიცავდა, შეიცვალა და ცვლილება ყველა დაზარალებულზე გავრცელდება.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილების მიზანია მსგავსი დანაშაულების ჩამდენი პირებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება და მათი დაჯგუფებების წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი რეაგირება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *