Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთი

საშინელი ავარია ათენის ცენტრში

საშინელი ავარია ათენის ცენტრში

სულ რამოდენიმე წუთის წინ ათენის ცენტრში და კერძოდ პატისიონის ქუჩაზე საშინელი ავტოავარია მოხდა.

როგორც თვითმხილველი ამბობს “ფიატის” მარკის მანქანა რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა შეეჯახა მიკროავტობუსს. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი ამოტრიალდა მსუბუქი ავტომობილი კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

იგივე თვითმხილველი ამბობს რომ “ფიატის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულია მიკროავტობუსის მძღოლი, “ფიატის” მგზავრი და კიდევ ერთი ადამიანი რომელიც უბრალოდ იმ დროს გზას კვეთავდა. 

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ დროისთვის მათი მდგომარეობა უცნობია.

ოფიციალურად ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები და სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *