Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

კრიტი: 4,9R მიწისძვრის შედეგად სამარიის ხეობაში დაშავებულ ტურისტს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა

კვირას მომხდარი 4,9R სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დასავლეთ კრიტზე,  სამარიის ხეობაში, კლდის ჩამონგრევისას მძიმედ დაშავდა 45 წლის ესპანელი ტურისტი, რომელიც ხეობაში სალაშქროდ იმყოფებოდა. მან ფეხის სერიოზული დაზიანება მიიღო.

დაშავებულს ადგილზე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო  დახმარება სანამ სახანძრო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების პერსონალი ჩაერთვებოდნენ სამაშველო ოპერაციაში და ვერტმფრენით მის ევაკუაციას მოახდენდნენ.

ადგილობრივი საინფორმაციო ვებსაიტის ცნობით, ტურისტს საავადმყოფოში გადაყვანისთანავე ჩაუტარდა ფეხის ამპუტაცია და ამჟამად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, ხანიას აგიო გეორგიოს გენერალურ საავადმყოფოში  სიცოცხლისთვის იბრძვის.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:49 წუთზე მოხდა, რომლის ეპიცენტრიც დასავლეთ კრიტზე, ხანიას პრეფექტურის სამხრეთ ნაწილში, სოუგიიდან აღმოსავლეთით 7 კილომეტრში იყო. კვირას დილით ამავე რაიონში 3.4R სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

სამარიის ხეობაში ესპანელი მოლაშქრის დაშავების შემდეგ, ხანიის რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ რეგიონის ყველა ხეობის დახურვის ბრძანება გასცა.

სამარიის ხეობა 11:00 საათზე უბედური შემთხვევის გამოცხადებისთანავე დაიხურა. ხელისუფლებამ ხეობიდან ექვსასზე მეტი მოლაშქრის ევაკუაცია მოახდინა.

სამარიის ხეობა ცნობილია იმით, რომ სიდიდით მეორე ხეობაა ევროპაში, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *