Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

სერესში პოლიციამ მიგრანტების არალეგალური გადაყვანის ფაქტზე ქართველი მამაკაცი დააკავა

საბერძნეთის უშიშროების ქვედანაყოფის, დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის ჯგუფის პოლიციის თანამშრომლებმა სერესის ტერიტორიაზე ემიგრანტთა უკანონო გადაყვანის ბრალდებით 21 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს.

გავრცელებული ცნობით,  აღნიშნული პიროვნება სერესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა ავტომანქანის მართვისას შენიშნეს.

სამართალდამცავების დანახვისას მამაკაცმა გაქცევის მიზნით ავტომანქანით რამდენიმე სახიფათო მანევრი შეასრულა, პოლიციის მანქანას შეეჯახა და გაჩერდა, რა დროსაც  მისი დაკავება მოხდა.

როგორც გაირკვა, დაკავებამდე  ცოტა ხნით ადრე მან მანქანიდან ჩამოსვა ერაყის მოქალაქე რვა ემიგრანტი, რომელთაგან ხუთი 8-დან 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი იყო, რომლებიც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიყვანა.

ავტომობილის ჩხრეკის დროს, რომლითაც ტრეფიკიორი მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილდებოდა, ამოღებულია მობილური ტელეფონი.

დაკავებული მის წინააღმდეგ აღძრული საქმით სერესის პროკურატურაში გადაიყვანეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *