Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

სექტემბრიდან საბერძნეთში ახალი პირადობის მოწმობები გაიცემა

სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ნოტის მიტარაკის განცხადებით საბერძნეთში სულ მალე, ახალი პირადობის მოწმობები გაიცემა.

საკრედიტო ბარათის ზომის და ფორმის პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან მათთვის, ვინც ახლა იღებს მას.

რაც შეეხება ძველ პირადობის მოწმობებს, მინისტრის განცხადებით “ისინი მოქმედებს 10 წლის ვადით, ხოლო  სამოგზაურო დოკუმენტის- პასპორტის მოქმედების ვადა იყო 5 წელი. ამჯერად ახალი პირადობის მოწმობა ავტომატურად წარმოადგენს ოფიციალურ სამოგზაურო  დოკუმენტსაც.

შესაბამისად პირადობის მოწმობაც და პასპორტიც გაიცემა საერთო აპლიკაციით ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, ერთი და იგივე სისტემიდან.

არ არის განზრახული, რომ შეიცვალოს ახალი პირადობის მოწმობის გაცემის საფასური და არც პასპორტის ღირებულება”- აღნიშნა ბატონმა მიტარაკიმ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *