Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

შთამბეჭდავი კადრი-ამერიკული “მონსტრი” თვითმფრინავი ხიდზე გადადის და აეროპორტისკენ მიემართება

ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება TikTok-ზე გამოქვეყნებული შთამბეჭდავი კადრები, სადაც ჩანს, რომ გიგანტური ზომის “მონსტრი” თვითმფრინავი გადადის ხიდზე “ატიკი ოდოსზე”, რომელიც მიემართება ელეფთერიოს ვენიზელოს აეროპორტისკენ.

ეს არის ამერიკული გადამზიდავი თვითმფრინავი C-5 Galaxy. ამ ტიპის თვითმფრინავების ჩამოსვლა ხშირია ვენიზელოს აეროპორტში  მომარაგების ან ტექნიკური მიზეზების გამო, ან ნატოს წვრთნების კონტექსტში .

C-5-ის ხიდზე გადასვლის პროცესი იყო აბსოლუტურად უსაფრთხო, რადგან ხიდი რომლითაც ამერიკული გადამზიდავი გადიოდა, აშენებულია ყველა საჭირო სპეციფიკაციის დაცვით, ისე რომ მასზე გავლა შეუძლია თვით მსოფლიოში ყველაზე დიდ გადამზიდ ავიალაინერს “Antonov”-ს, რომელიც გამოიყენება მძიმე და ძალიან დიდი ზომის ტვირთების გადასაზიდად.

C-5 Galaxy  შექმნილი და წარმოებულია კომპანია Lockheed-ის მიერ და  მსოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო თვითმფრინავების რიგს განეკუთვნება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *