Latest news
23 წლის ბრალდებულის დედა ცინიკურ განცხადებას აკეთებს: ყველა ბავშვი მოიხმარს ნარკოტიკს, ზოგს უმართლებ... პარასკევი ცხოველმყოფელი წყაროს <<ზოოდოხოს პიღის>> აღნიშვნის დღეა როგორ შევინარჩუნოთ ბზინვარე კანი დღესასწაულებისა და ცივი ზამთრის შემდეგ რატომ ვადანაშაულებთ ყოველთვის ქალებს რა ხდებოდა 19 წლის მირტოს გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ეთიოპიელი ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოწმეები პირველ კომენტარს აკეთებენ ათენი: სადარბაზოში ნაპოვნი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს 23 წლის ბრალდებული საუბრობს ღამეზე, რომელმაც 19 წლის მირტოს სიცოცხლე იმსხვერპლა რა ჰქონდათ განზრახული დამნაშავეებს და რატომ მიატოვეს მირტო ქუჩაში 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის წინააღმდეგ ახალი საჩივარი შეიტანეს
პარასკევი, აპრილი 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

სეხიდიდან ზოღრაფომდე, როცა მოძალადეებსა და მსხვერპლებს შორის ნათესაური კავშირია

სეხიდიდან ზოღრაფომდე, როცა მოძალადეებსა და მსხვერპლებს შორის ნათესაური კავშირია

ფსიქიატრიული პრობლემა, რომელსაც დახურულ კარს მიღმა ოჯახები გულმოდგინედ იცავენ, ხშირად ტრაგიკული შედეგის გამომწვევი ხდება. სწორედ ფსიქოლოგიური პრობლემა გახდა ზოღრაფოზე მომხდარი მკვლელობის მიზეზიც. ორშაბათს დილით დედა-შვილის ცხედრები უკვე დაშლის პროცესში დალუქულ ოთახში იპოვეს. ორმაგი მკვლელობისთვის დაკავებული შვილისა და ძმის ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების შედეგად გამოტანილ დასკვნებთან და პირველად სამედიცინო შეფასებებთან. პროკურატურა გაკვეთის შედეგებს ელოდება, რათა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდეს.

მეზობლები აცხადებენ, რომ 54 წლის კაცს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ზოგადად ოჯახი და თავად ბრალდებულიც ნაკლებად კომუნიკაბელური იყო. ბრალდებული სახლიდან თითქმის არასდროს გამოდიოდა და ცდილობდა თავი აერიდებინა ყოველგვარი კონტაქტისგან როგორც მეზობლებთან, ასევე ნათესავებთან. თავად გამომძიებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი და 56 წლის ასაკში სიმსივნის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო მალევე მიჰყვა 92 წლის დედაც. ცხედრები კი დალუქულ ოთახში იმიტომ მოათავსა, რომ არ უნდოდა მათი გარდაცვალება მისი სახლიდან გაშვების მიზეზი გამხდარიყო. 

ოჯახის ეს ტრაგიკული ისტორია 1996 წლის აგვისტოში სეხიდის საქმეს გვახსენებს. თითქმის 30 წლის წინ, ელენი სეხიდუს მცდელობამ ეპოვა მისი გაუჩინარებული მეუღლე, ქალი საზარელი რეალობის წინაშე დააყენა. იმ დროისთვის ელენი სეხიდუ ბელგიაში ცხოვრობდა. მისი მეუღლე ვასილი იმავე წლის მაისის თვეში საბერძნეთში მოგზაურობის შემდეგ აღარ გამოჩენილა, რამაც ელენის აღელვება გამოიწვია და სწორედ ამიტომ ბელგიის პოლიციას მიმართა დასახმარებლად. პოლიციისა და თავად მისი ჩართულობის შედეგად საკუთარი მეუღლის პოვნა ვერ შეძლო, მაგრამ კონტაქტზე გავიდა მისი მეუღლის 24 ძმიშვილთან თეოფილოს სეხიდისთან, რომელიც იმ დროისთვის კომოტინის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ბიძა ისევე როგორც მისი სხვა ოჯახის წევრები საზღვარგარეთ იყვნენ წასულები. ბელგიის პოლიციამ სამძებრო სამუშაოები შეწყვიტა, რადგან არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, თუმცა ელენი სეხიდუს მისი მეუღლის ძებნა არ შეუწყვეტია. ის საბერძნეთში, კერძოდ ფლორინაში ჩავიდა, საიდანაც ოჯახი იყო წარმოშობით. მასთან ერთად თეოფილოს სეხიდიმაც დაიწყო მისი ოჯახის წევრების ძებნა: მისი მშობლების, დის, ბებიისა და ბიძის.

1996 წლის აგვისტოს დასაწყისში 24 წლის სტუდენტი პოლიციამ დააკავა. ის ეჭვმიტანილი იყო 5 ადამიანის გაუჩინარების საქმეში. ის გამუდმებით უარყოფთა წაყენებულ ბრალდებებს, თუმცა 8 აგვისტოს აღიარა, რომ ხუთივე ოჯახის წევრი მან მოკლა, ჩაიკოვსკის ფონზე დაანაწევდა და მათი სხეულის ნაწილები კავალას ნაგავსაყრელზე გადაყარა. მკვლელობის მიზეზად კი მისივე ოჯახისწევრებისგან წამოსული საფრთხე დაასახელა. 

მიუხედავად იმისა, რომ სეხიდის მძიმე ფსიქიატრიული პრობლემების ქონა დაუდასტურდა, მას ხუთჯერ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ერთადერთი რამ, რაც მსჯავრდებულმა ითხოვა იყო ჰქონოდა ბახის მოსმენის უფლება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თეოფილოს სეხიდისი 2019 წელს გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *