Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

სიგრუ: Hellenic Train-ის ოფისების წინ ბომბი აფეთქდა – ვისგან შევიდა პოლიციაში გამაფრთხილებელი ზარი

სიგრუ: Hellenic Train-ის ოფისების წინ ბომბი აფეთქდა – ვისგან შევიდა პოლიციაში გამაფრთხილებელი ზარი

21:30 საათზე სიგრუს გამზირზე, Hellenic Train-ის ოფისების წინ დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა. ბომბის მექანიზმი უცნობი წარმომავლობისაა, პრესისთვის ასევე უცნობია თუ რა მასშტაბის ზიანი დადგა აფეთქების შედეგად. თუმცა პირველადი შეფასების შედეგად ჩანს, რომ მექანიზმი დიდი სიმძლავრის არ იყო.

ბომბის მექანიზმი და მისი დამონტაჟების მეთოდოლოგია გასულ თებერვალს სტადიუს ქუჩაზე მდებარე შრომის სამინისტროს წინ დამონტაჟებულ ბომბს წააგავს.

გამვლელთა და ადგილობრივ მოსახლეთა უსაფრთხოების მიზნით აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია და მიმდებარე ტერიტორიას იცავს პოლიცია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უცნობმა პირმა 20:53 საათზე პოლიციაში ზარი განახორციელა და განაცხადა, რომ Hellenic Train-ის მიმდებარედ ბომბი იყო დამონტაჟებული: “ბომბი აფეთქდება 35-40 წუთში” – ამ შინაარსის შემცველი იყო ზარი, რომელიც პოლიციის თანამშრომლებმა მიიღეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *