Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიოსაზოგადოება

სომალი: უპრეცედენტო წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა

სომალიში უჩვეულოდ ძლიერ სეზონური წვიმებს წყალდიდობები მოჰყვა, ფენომენი გაეროს მიერ შეფასდა, როგორც მოვლენა, რომელიც “100 წელიწადში ერთხელ ხდება”.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა და 300 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილდა, ხოლო პროგნოზი მიუთითებს, რომ უახლოეს დღეებში სამხრეთ სომალიში კიდევ უფრო დიდი ოდენობის ნალექია მოსალოდნელი.

სომალიში და მეზობელ აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში ოქტომბრის დასაწყისიდან ძლიერი წვიმებია, აღნიშნავს BBC. მეზობელ კენიასა და ეთიოპიაში წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

სომალი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ქვეყნად კლიმატის ცვლილების მიმართ. ქვეყანაში 40 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი გვალვიდან გამოსვლის შემდეგ ჩვეულებრივზე უხვი ნალექი მოდის.

იმავდროულად, გაეროს შეფასებით, 1,6 მილიონზე მეტი ადამიანი შეიძლება დაზარალდეს მოსალოდნელი კიდევ უფრო ძლიერი წვიმების შედეგად, ხოლო მილიონობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა შეიძლება განადგურდეს.

გაერომ 25 მილიონი დოლარის დახმარება გაგზავნა ქვეყანაში, მაგრამ გაეროს ჰუმანიტარულმა სააგენტომ განაცხადა, რომ სამაშველო სამუშაოები შეფერხდა, რადგან საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებული იყო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *