Latest news
სიმშვიდის საათების დროს ხმაურის გამოწვევა ჯარიმით ისჯება პავლოს ევანგელოპულოს: არასდროს მინდოდა ქორწილი და არც ეხლა შევიცვლი აზრს ენდომეტრიოზი: რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალებმა საგზაო წესები, რომელთა დარღვევასაც მართვის მოწმობის ჩამორთმევამდე მივყავართ ირაკლიო: ეკლესიისკენ მიმავალი სტიქაროსანი ხრამში გადავარდა მიტილინი: ფერმერებმა მეცოტოპოსის შესასვლელი გადაკეტეს ლიოსიონ: 16 წლის გოგონას დედა პირველ კომენტარს აკეთებს საბერძნეთი: ანდერძის გაცემის ახალი, სწრაფი ციფრული პროცესი ძილისმიერი აპნოე - რა უნდა ვიცოდეთ სინდრომთან დაკავშირებით თანოს ბირკოს - მითხრეს რომ ძილის აპნოეს გამო ჩემი სიცოცხლე რისკის ქვეშ იდგა
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

სოციალური ინტეგრაციის სამინისტრო შშმ ბავშვების დასახმარებლად ახალ ინიციატივას აყენებს

სოციალური ინტეგრაციის სამინისტრო შშმ ბავშვების დასახმარებლად ახალ ინიციატივას აყენებს

სოციალური ინტეგრაციისა და ოჯახის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და განვითარების დარღვევების მქონე ბავშვების ოჯახებისთვის ახალი ტიპის ვაუჩერების გაცემას იწყებს.

აღნიშნული ვაუჩერები, რომელზეც 800 ევროს ოდენობის თანხაა დარიცხული, გაიცემა 6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად ყოველთვიურად.

პროგრამა, რომელიც მდგრადი განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და რომლის ბიუჯეტიც 12 მილიონ ევროს შეადგენს, მინიმუმ 2500 ბავშვზეა გათვლილი და მათთვის დროული და სპეციალიზებული მზრუნველობის გაწევას ისახავს მიზნად.

პლატფორმაზე რეგისტრაცია შეუძლიათ მშობლებს:

  • რომლებსაც ჰყავთ 0-6 წლამდე ასაკის შშმ ან განვითარების დარღევის მქონე ბავშვები

ახალი პროგრამის თითოეული ვაუჩერი აფინანსებს ფსილოქოგიური კონსულტაციის სესიებს, მშობლებს აძლევს შესაძლებლობას გაიარონ კონსულტაცია პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე ბავშვებისთვის სპეციალურ მკურნალობას, როგორიცაა მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და ფიზიკური თერაპია.

განცხადებების მიღება აღნიშნული ვაუჩერების მისაღებად დაიწყება ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისში. პლატფორმა ღია იქნება 15 დღის განმავლობაში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *