Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

სტამატაში ცეცხლთან ბრძოლა გრძელდება

სტამატაში ცეცხლთან ბრძოლა გრძელდება

დღეს შუადღის 16:00 საათისკენ ხანძარი გაჩნდა სტამატა დიონისოსის ტყეში.

ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს მძვინვარებს. ადგილზე მობილიზებულია საჰაერო და სახმელეთო სახანძრო სამსახურის ბრიგადები, თუმცა ძლიერი ქარების გამო ცეცხლის დამორჩილება ფაქტობრივად შეუძლებელია. დაახლოვებით 19:00 საათისკენ კი ხანძრის მთავარმა კერამ უკვე ღალინის დასახლებაში გადმოინაცვლა.

სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ დაგზავნა შეტყობინობები, რომლითაც ხანძრის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას მოუწოდებს დატოვონ ტერიტორია და მიყვნენ სამართალდამცავი ორგანოებისა და სახანძრი სამსახურის მიერ გაცემულ მითითებებს.

ხანძრის შედეგად დაშავდა 45 წლის მამაკაცი, რომელსაც დაემართა გულის შეტევა. სასწრაფო დახმარების მანქანამ დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *