Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

გუშინდელი დღე იყო უმძიმესი საბერძნეთის სახანძრო სამსახურისთვის – განაცხადა ვასილის ვათრაკოიანისმა

გუშინდელი დღე იყო უმძიმესი საბერძნეთის სახანძრო სამსახურისთვის – განაცხადა ვასილის ვათრაკოიანისმა

“გუშინდელი დღე იყო უმძიმესი საბერძნეთის სახანძრო სამსახურისთვის” –  ხანძრის გამო საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე სახანძრო სამსახურის პრეს სამსახურის წარმომადგენელმა, ვასილის ვათრაკოიანისმა

“მეხანძრეები და ყველა სამოქალაქო დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაუღალავად იბრძვის რომ დაიმორჩილოს ცეცხლის კერები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მარტო ატიკას რეგიონში 2 ძალიან დიდი და საკმაოდ საშიში ხანძარია.” – ხაზი გაუსვა მან. 

ძლიერი ქარები, რომელთა სიჩქარეც საათში 60 კმ-ს აჭარბებს აჩქარებს ცეცხლის გავრცელებას. 

ვასილის ვათრაკოიანისმა სტამატაში გაჩენილ ხანძარზეც ისაუბრა: “მაშინ, როცა სახანძრო სამაშველო სამსახური მაქსიმალურად ცდილობდა ხანძარი დაემორჩილებინა, ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძრის მეორე კერა გაჩნდა, ლეკანოპედიოს მხარეს. ხანძარი დასახლებულ ტერიტორიასთან ძალიან ახლოს არის, რის გამოც საჭირო გახდა ტერიტორიის მაცხოვრებლების ევაკუაცია. სტამატაში გაჩენილი ხანძარი კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, რადგან ქარები 70 კმ საათში სიჩქარით უბერავდნენ.” და იქვე დასძინა, რომ: “დღეიდან, 1-ლი ივლისიდან სრულიად ხანძრის კერაში შევდივართ. ძალიან მაღალი იქნება ხანძრის გაჩენის რისკი ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზე და ამ კიდევ უფრო გართულებულ და მძიმე პირობებში თითოეულ ჩვენგანს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, რადგან ერთმა დაუდევარმა ქმედებამ შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *