Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

სულთმოფენობა

სულთმოფენობა

ეს დღე არის ეკლესიის დაბადების დღე, სწორედ ამ დღეს გარდამოვიდა მოციქულებზე სულიწმიდა და დაარსდა ქრისტეს ეკლესია.

სულმოფენობამ შეცვალა კაცობრიობა. საოცარია, მაშინ როდესაც მოციქულები შიშით იმალებოდნენ, ჯვარზეც კი მხოლოდ ერთი მოციქული იყო, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მოციქულები აივსნენ მადლით, გახდნენ უშიშარნი და მსოფლიო მოინადირეს.

ამაღლების შემდეგ იესოს მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის, სულიწმინდის მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია.

ამ დღეს ტა­ძარს ყვა­ვი­ლე­ბით, მწვა­ნე მინ­დვ­რის მა­სით რთავენ, წირ­ვის შემ­დეგ იკურ­თხე­ბა ეს ყვა­ვი­ლე­ბი. ტაძ­რის მწვა­ნედ შე­მოს­ვის ტრა­დი­ცია ძვე­ლი აღ­თქმი­დან იღებს სა­თა­ვეს, კარ­ვო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ის­რა­ე­ლი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ სახ­ლებს ყვა­ვი­ლე­ბი­თა და ბა­ლა­ხით რთავ­დნენ. ეს ბალახები, ყვავილები ერთი კვირის შემდეგ მიაქვთ სახლში და წელიწადის განმავლობაში იყენებენ როგორც სიწმინდეს, ხარშავენ და სვავენ…

” ჰოი, სულო წმინდაო, მოვედ და დაემკვიდრე ეკლესიის გულში! ჰოი, სულო წმინდაო, მოდი ჩვენს მიწიერ ტაძრებშიც და ჩვენს გულებშიც… ამინ ”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *