ტაქსის მძღოლს და მუნიციპალიტეტის თანამშრომელს გამომძიებელი 10 ივნისს დაკითხავს
ტაქსის მძღოლს და მუნიციპალიტეტის თანამშრომელს გამომძიებელი 10 ივნისს დაკითხავს
საჯარო მოხელე, რომელიც ნაგვის მანქანას მართავდა და 23 წლის ტაქსის მძღოლი პოლიციამ ავარიის დღესვე დააკავა.
საბედისწერო შემთხვევამ 65 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელიც სამსახურში მიდიოდა.
პროკურორმა გადაწყვეტილება მიიღო ისევე როგორც ტაქსის მძღოლის, ასევე საჯარი მოხელის წინააღმდეგაც განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა.
ბრალდებულებს გამომძიებელი სამშაბათს, 10 ივნისს დაკითხავს.
შეგახსენებთ რომ საბედისწერო ავტოსაგზაო შემთხვევა დილის 07:00 სააღძე პოსიდონოს გამზირზე, პირეასკენ მიმავალ ნაკადში მოხდა. მაშინ როცა ტაქსის მძღოლმა შუა ზოლიდან ნაგვის მანქანისთვის გადასწრება სცადა. სწორედ ამ დროს შეეჯახა ნაგვის მანქანას. შეჯახების შედეგად კი 65 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ტაქსის მძღოლი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა.
გულის ამაჩუყებელია განცხადება, რომელსაც გარდაცვლილის შვილი აკეთებს: “იყო დედა, რომელსაც უნდოდა ყველა შვილს თანაბრად ჰქონოდა. ერთადერთი რაც შემიძლია დედაზე ვთქვა არის ის, რომ მზად იყო ყველაფერი გაეკეთებინა ჩვენთვის. 2 წელიღა ჰქონდა დარჩენილი პენსიაზე გასვლამდე.”
