Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

9 ივნისს სულთმოფენობის დღესასწაული აღინიშნება

9 ივნისს სულთმოფენობის დღესასწაული აღინიშნება

წელს საბერძნეთის მოსახლეობა სულთმოფენობას 9 ივნისს აღნიშნავს. 

სულიწმიდის მოფენა ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან  50-ე დღეს აღინიშნება. 

სახარების თანახმად, იერუსალიმში ქრისტეს მოწაფეებზე სულიწმიდა ცეცხლის ენებად გადმოსულა და მოციქულებს შესძენიათ უნარი ქრისტიანობა ექადაგათ სხვადასხვა ენაზე, სხვადასხვა ხალხში და მოეხდინათ სასწაულები.

ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით. ძირს კი რაც შეიძლება ბევრი ბალახი ეფინება. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ. სულიწმინდის მადლი კი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *