Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისამართალი

ტემბი: აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც 28 თებერვალს გადარჩენილი მგზავრია, პოლიციასთან ურთიერთობის გამოცდილებას გვიზიარებს

ტემბი: აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც 28 თებერვალს გადარჩენილი მგზავრია, პოლიციასთან ურთიერთობის გამოცდილებას გვიზიარებს

ანდონის ანდონიუ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გამართულ საპროტესტო აქციებში ისევე აქტიურად  იღებს მონაწილეობას, როგორც საბერძნეთის დანარჩენი მოსახლეობა. 

თავად ანდონისი ტრაგედიის გადარჩენილი მგზავრია, რომელიც სალონიკში გამართული საპროტესტო მსვლელობიდან პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა მისი ვინაობის დასადგენად.

ანდონისი ვიდეო მიმართვაში ყვება, თუ როგორ უხსნიდა პოლიციის თანამშრომებს თუ რატომ ჰქონდა მძაფრი რეაქცია ცრემლსადენ გაზზე და მოყოლილიდან ირკვევა, რომ პოლიციის თანამშრომლებისგან მის ახსნა განმარტებას ირონიული დამოკიდებულება მოჰყვა. 

“ვეცადე გამომეცადა ჩემი მოთმინება და ამეხსნა მათთვის, თუ რატომ მაქვს სასუნთქ გზებზე პრობლემა და რატომ ჩავვარდი პანიკაში ცრემლსადენი გაზის გაშვებისას. პირველად როცა ტემბის ტრაგედია ვახსენე არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ, მეორედ როცა გავუსვი ხაზი და დავუზუსტე თუ რატომ ჩავვარდი ამ მდგომარეობაში და ისევ ურეაქციოდ დამტოვეს ვკითხე ისურვებდნენ თუ არა ჩემს ადგილას ყოფილიყვნენ იმ მატარებელში. საპასუხოდ უბრალოდ გამიღიმეს. ალბათ სასაცილოდ მოეჩვენათ ჩემი ნათქვამი. გეშინოდეს, არის არჩევანი და სიტყვა გეშინოდეს არ გვაქვს ჩვენ ლექსიკონში. ასე რომ ბევრი რომ არ ვილაპარაკო მე გავაგრძელებ ბრძოლას ქუჩაში სამართლიანობის მოსაპოვებლად.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *