ტერორიზმი და მასთან ბრძოლის გზები
ტერორიზმი- ეს არის შეიარაღებული თავდასხმა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, შიშის დანერგვა და შანტაჟი.
ტერორიზმი სათავეს 1605 წელს იღებს, როდესაც ინგლისელ ჰაი ფოუქსს აფეთქების გზით სურდა მეფე ჯეიმზ პირველის მოკვლა.
დღეისათვის ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ ხმელეთზე, ჰაერში, უცხოეთის წარმომადგენლობებთან თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა, კერძოდ კი ისლამური სახელმწიფოები ტერორიზმის ხელშემწყობია და ტერორისტებს აქ” თავისუფლებისათვის მებრძოლებს უწოდებენ”
ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში დემოკრატიული ქვეყნები მრავალმხრივი დილემის წინაშე დგანან, მათ შორის უმთავრესია- უნდა მოხდეს თუ არა საზოგადოების გაფრთხილება მოსალოდნელი ტერორისტული აქტის შესახებ? ერთის მხრივ ეს ქმედება გამოაფხიზლებს და უფრო ყურადღებიანს გახდის მოქალაქეებს, შესაბამისად ასეთმა განგაშმა შეიძლება ბევრის სიცოცხლე გადაარჩინოს.
მეორეს მხრივ საფრთხის წინაშე საზოგადოების სიფრთხილემ შეიძლება გამოიწვიოს ფართო შეშფოთება და დაძაბულობა მოქალაქეებში . რადგანაც ტერორიზმი ფსიქოლოგიური ომის ფორმაა, ეს პოლიტიკა შესაძლოა გარკვეულწილად ტერორისტულ ორგანიზაციებს დაეხმაროს მიზნის მიღწევაში.
ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა მთავრობათაშორისი ერთეულები და ინიციატივები ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში.
დღესდღეობით ანტიტერორისტული კანონების, პოლიტიკისა და აღსრულების ქსელი შემუშავებულია და განვითარებული და კონტროლდება მსოფლიოს 70-ზე მეტი საერთაშორისო ინსტიტუტის და ორგანოს მიერ.ამ პროცესში წამყვანები არიან აშშ. ევროკავშირი, გაერო, ნატო და დიდი ბრიტანეთი.
ტერორიზმთან ბრძოლაში ერთ- ერთი წამყვანი ადგილი უკავია მოსადს- ისრაელის სპეციალური დაზვერვის საგენტო.მისი დანიშნულებაა ანტიტერორიზმი, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება, ანტისახელმწიფოებრივი ზრახვებისა და უკანონო შეიარაღებული ქმედებების გამოძიება.
ინსტიტუტი ისრაელის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის კომპონენტია. მოსადი შედის მსოფლიოს ხუთ ყველაზე ეფექტური სადაზვერვო სამსახურების ხუთეულში.
მოსადის საქმიანობა ღრმად გასაიდუმლოებულია. იგი სამოქალაქო სტრუქტურაა და არ გამოიყენება საომარი წოდებები. ამავდროულად მისი თანამშრომლების უმეტეს ნაწილს ჯარში აქვს ნამსახურები და სამხედრო წოდებებიც გააჩნიათ.
თანამშრომლების დაქირავება ჩვეულებრივ ხორციელდება ისრაელის მოქალაქეებში,რომლებიც მსახურობდნენ ჯარში.
წინასწარი ტესტები და შემოწმებები გრძელდება რამოდენიმე თვის განმავლობაში.
მოსადის ყველა საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, მოადგილეებთან და ადმინისტრაციულ სამსახურებთან ერთად.
ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ტერორისტული მოქმედებების პრევენცია ისრაელსა და ებრაულ ობიექტებზე საზღვარგარეთ.
ინფორმაციის საიდუმლოდ შეგროვება საზღვარგარეთ.
მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ არატრადიციული იარაღის მარაგის შეძენის და განვითარების პრევენცია.
სტრატეგიული, ოპერატიული და პოლიტიკური სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება და
ისრაელის სახელმწიფოს გარეთ სპეციალური ოპერაციების შესრულება.
