Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

რიკარდო მორადის ხიდები

საბერძნეთში სიდიდით მეორე ხიდი ე. წ.( პოლიფიტოუ ან ნერაიდა-კოზანი)  საფრთხის გამო რამდენიმე დღეა დაკეტილია მანქანებით გადაადგილებისთვის.

საზოგადოებისა და ეკონომიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ეს ობიექტი ექსპლუატაციიდან 48 წლის შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა.

ის ერთერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხიდია მთელს ბალკანეთში,  რომელიც სიდიდით მხოლოდ რიო- ანტირიოს ჩამორჩება.

ხიდის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი ბზარების გაჩენის გამო  საჭირო გახდა გარკვეული პერიოდით მისი დაკეტვა, მანამდე, სანამ არ მოხდება დაზიანებების შესწავლა და სამაშველო- აღდგენითი ღონისძიებების ჩატარება.

აღნიშნული ხიდის ავტორი იტალიელი რიკარდო მორადია, მე-20 საუკუნის ერთ- ერთი საუკეთესო არქიტექტორი, რომელმაც დააპროექტა და ააგო ათობით ხიდი მთელს მსოფლიოში.

მორადის ხიდების უმეტესობა დღესაც კი აღფრთოვანებას იწვევს, მათი შექმნიდან ათეული წლის შემდეგ.

მორადის მიერ აშენებულ ხიდებს შორის იყო გენუას ხიდი ჩრდილოეთ იტალიაში, რომელიც   2018 წლის აგვისტოში მოულოდნელად ჩამოინგრა.ინციდენტის შედეგად დაიღუპა 43, ხოლო დაშავდა 16 ადამიანი.

აქ  საყურადღებოა ერთი გარემოება:  როგორც ცნობილია, თვითონ მორადიმ კარგად იცოდა და ხმამაღლა აღნიშნავდა კიდეც   ყოველთვის, რომ მის მიერ  სპეციალური მეთოდით  აგებული, ბეტონის კონსტრუქციის მქონე  ხიდები საჭიროებდა რეგულარულ მოვლა- პატრონობას,  წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სწრაფად გამოვიდოდნენ მწყობრიდან.

ამგვარად, ვინც მორადის კონსტრუქციით  აშენებდა, წინასწარ იცოდა რას მიიღებდა – ბეტონის უზარმაზარი ნაწილებისგან აგებულ ხიდებს, დამახასიათებლად მსუბუქს და გემოვნებიანს, მაგრამ საეჭვო გამძლეობით.

რიკარდო

ამ გადმოსახედიდან,  სერბეთის დიდ ხიდზე აღმოჩენილი ბზარები შიშის საფუძველს ნამდვილად იძლევა.

დასავლეთ მაკედონიის რეგიონის გუბერნატორის მტკიცებით ხიდი დროულად იქნა დაკეტილი და მოსალოდნელი ნგრევა თავიდან აცილებული.

ჩატარებული დეტალური კვლევების და გაზომვების შემდეგ გაკეთდა დასკვნა, რომ  შესაძლებელია ხიდის  სრულად შენარჩუნება.

ხიდის აღდგენა- რეკონსტრუქციისათვის საჭირო სამუშაოები 2024 წელს განხორციელდება.

იხილეთ მეტი:

მონიკა ბელუჩი ათენში იმყოფება

 

qartvelebi.gr

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *