Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია აგიოს ნიკოლაოსში-გარდაცვლილია მამაკაცი, რომელიც თავისი მანქანით ზღვაში ჩავარდა

უბედური შემთხვევა კრიტზე,  აგიო ნიკოლაოს ლასითის სანაპიროზე მოხდა. ქალაქის მაცხოვრებელი ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც გაურკვეველ ვითარებაში, მანქანით ჩავარდა ზღვაში, ნაპირზე უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს.

შემთხვევა ქალაქის სანაპირო ქუჩაზე მოხდა, სადაც ყოველ ღამე უამრავი მოქალაქე დადის.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 83 წლის მამაკაცი მართავდა, სანაპიროზე ზღვის მიმართულებით უკონტროლოდ მოძრაობდა.

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ნავსადგურის მესაზღვრეები, სამაშველო ჯგუფი, მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების მანქანები. მყვინთავებმა ჩაყვინთეს მოხუცი კაცის გამოსაყვანად, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

გამოყვანისთანავე მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანამ  აგიოს ნიკოლაოს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მისი გარდაცვალება დადასტურდა.

ამ დროისთვის იკვლევენ, დაკარგა თუ არა გონება 83 წლის მამაკაცმა პათოლოგიური მიზეზების გამო, რადგან მანქანას დამუხრუჭების კვალი არ აღმოაჩნდა.

მისი გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *