Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთი

ტრაგედია არტაში: ექსპერტიზის დასკვნით ჩვილის გარდაცვალების მიზეზი სითბური ინსულტი გახდა

5 თვის ჩვილი, რომლის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ მთელი საბერძნეთი შეძრა, ჟანგბადის ნაკლებობისა და სითბური ინსულტისგან გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც  მამამ  დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მანქანაში  მარტო დატოვა.

სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომელიც გაკვეთის პროცედურის შემდეგ გახდა ცნობილი, ბავშვი უჰაერობის  შედეგად გარდაიცვალა, რადგან დახურულ მანქანაში სუნთქვა არ შეეძლო და განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა იყო.

იმ ადგილას, სადაც 37 წლის ახალგაზრდამ მანქანა გააჩერა, უამრავი ადამიანი მოძრაობს,  მაგრამ ვერავინ მიხვდა, რომ  სავარძელზე მიბმული ბავშვი მანქანაში მარტო იყო.

სავარაუდოდ, ბავშვი ადვილად არ ჩანდა, რადგან მანქანის მინები დაბურული იყო და ტირილის ხმასაც  ვერავინ გაიგებდა, რადგან  მინები დაკეტილი იყო.

5 თვის  გოგონას პანაშვიდი შაბათს, 2:00 საათზე გაიმართება.

რადგან ბავშვი მონათლული არ იყო, დაკრძალვამდე მას მონათლავენ და ნათლობის სახელს ლიდიას დაარქმევენ, შემდეგ კი დაკრძალვის ცერემონია ჩატარდება.

როგორც ცნობილია,   მამამ ჩვილი მანქანის უკანა სავარძელზე  მოათავსა, რათა ჯერ  ჩვილებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ბაგა- ბაღში  წაეყვანა და შემდეგ სამსახურში წასულიყო  თუმცა,  ამის ნაცვლად, მან გააჩერა მანქანა, ჩაკეტა, გადაინაცვლა  თავისი  კომპანიის მანქანაში სამუშაოს  დასაწყებად  და ვერც კი გააცნობიერა, რომ მანქანის უკანა სავარძელზე მიბმული 5 თვის გოგონა დაავიწყდა.

წარმოუდგენელი ტრაგედია მაშინ გამჟღავნდა, როცა ბავშვის დედა ბაღში მივიდა მის წამოსაყვანად, სადაც  თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ბავშვი იმ დღეს  არ  მიუყვანიათ  და როცა  შეშინებულმა ქმარს  დაურეკა, მიიღო პასუხი „სწრაფად გათიშე, ბავშვი მანქანაში დამავიწყდა“ .

ჩვილის მამა მანქანასთან მივარდა და 5 თვის გოგონა უგონო მდგომარეობაში დახვდა.

ბავშვი 14:55 წუთზე გადაიყვანეს არტასის გენერალურ ჰოსპიტალში, სადაც ექიმების ზეადამიანური მცდელობის მიუხედავად, გარდაცვალება დაფიქსირდა.

მამა არტას პროკურატურის მიერ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, 27 წლის დედა კი მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში მყოფი,   სედაციური  თერაპიის ქვეშ იმყოფება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *