Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

პატრა: სანაპირო დაცვის ძაღლმა ოპერაციის დროს დიდი რაოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინა

პატრაში,პორტის სანაპირო დაცვამ გაწვრთნილი ძაღლის მეშვეობით დიდი რაოდენობით ნარკოტიკი, დაახლოებით 51 კილო ნედლი კანაფი,  ნახევარი კილო კოკაინი,  LSD და MDM  აღმოაჩინა.

აღნიშნულ ფაქტზე  პატრას ცენტრალური საპორტო სამმართველოს  რეგიონული ჯგუფის  თანამშრომლებმა სამი ადამიანი   დააკავეს.

კერძოდ 8 მაისს,  შუადღის საათებში, პატრას სამხრეთ პორტში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, რომელშიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლიც მონაწილეობდა, დააკავეს უცხოეთიდან შემოსული გემის ბორტზე მყოფი სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელსაც ტვირთის სახით ქვეყნის ტერიტორიაზე შეჰქონდა სხვადასხვა  ნარკოტიკული საშუალებებით დატვირთული ხუთი მუყაოს ყუთი, რომელშიც აღმოჩნდა კონკრეტული დასახელების ნარკოტიკები:

42 პლასტმასის შეფუთვა, რომელიც შეიცავდა 357 სხვა პლასტმასის შეფუთვას გადამუშავებული კანაფით, მთლიანი მასა  დაახლოებით 50 კილოგრამი.

ერთი პლასტმასის შეფუთვა, კოკაინის შემცველობით,  მთლიანი მასა 552 გრამი.

ერთი პლასტმასის შეფუთვა, რომელიც შეიცავდა ნარკოტიკულ ნივთიერებას MDMA კრისტალური სახით, მთლიანი მთლიანი მასით 1,068 გ.

ორი პლასტმასის შეფუთვა, რომელიც შეიცავდა თეთრ კრისტალურ ფხვნილს, სავარაუდოდ MDMA, მთლიანი მასით 17 გრამი.

და ერთი პლასტმასის შეფუთვა წითელ კრისტალური ფხვნილით ასევე (MDMA), მთლიანი მასით 3.9 გ

ამას მოჰყვა დილის საათებში ამოღებული ნარკოტიკული საშუალების კონტროლირებადი ტრანსპორტირება და მიწოდება, რა დროსაც დააკავეს კიდევ ორი, 43 წლის და 42 წლის  მამაკაცი ატიკის  რაიონებში.

პარალელურად, კანონიერი ჩხრეკა ჩატარდა სამივე  დაკავებულის სახლში,  საიდანაც მთლიანობაში  ამოიღეს  თანხა  5800 ევროს ოდენობით, ორი  მობილური ტელეფონი, ორი  ლეპტოპი, შვიდი  პორტატული შესანახი დისკი (USB), ერთი  გარე შესანახი დისკი და ერთი MICRO SD ბარათი.

 

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *