Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
მსოფლიო

ტრაგედია იტალიაში: გარდაიცვალა ერთი წლის გოგონა, ბავშვი მამას ავტომანქანაში დაავიწყდა

იტალიაში, რომის სამხრეთით, ჩეჩინიოლას რაიონში ერთი წლის გოგონა მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტალიური მედიის ცნობით მამა, რომელიც პოლიციელია, დილით სამსახურში წასასვლელად სახლიდან გავიდა ბავშვთან ერთად, რომელიც საბავშვო ბაღში უნდა მიეყვანა.

შუადღისას, ბავშვის გამოსაყვანად მისულ დედას უთხრეს, რომ იმ დღისით ბავშვი საბავშვო ბაღში არ მიუყვანიათ.

ქმრის სამუშაო საბავშვო ბაღის გვერდით იყო და როგორც ჩანს, როდესაც მამამ ავტომანქანა სკოლამდელი დაწესებულების გარეთ გააჩერა, მას დაავიწყდა ბავშვის გადმოყვანა, რის გამოც ის საათების განმავლობაში ავტომანქანაში ჩაკეტილი  გარდაიცვალა.

ტრაგიკული მომენტი დადგა, როდესაც დედამ საბავშვო ბაღიდან გამოსვლისას ქმრის გაჩერებული მანქანა შენიშნა, რომელშიც ბავშვი იყო. შეშინებული მივარდა,  გამვლელების დახმარებით ფანჯარა ჩაამტვრია და ბავშვი გაათავისუფლა, თუმცა უკვე გვიანი იყო, რადგან პატარა გოგონა უკვე გარდაცვლილი იყო .

ადგილზე მისულმა მაშველებმა პატარა ბავშვის გარდაცვალება დაადგინეს. შოკში მყოფი მშობლები ვერ იჯერებენ მომხდარ უბედურებას.  ამჟამად  პოლიცია ტრაგედიის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *