Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

ტრაგედია კვიპროსში: პოლიციელმა უცხოელის გადარჩენა სცადა და ორივე დაიღუპა

კვიპროსში, ლარნაკას მახლობლად, სოფელ ვოროკლინში წუხელ ორი ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვლილები არიან 51 წლის პოლიციელი პეტროს ელეფთერიუ, რომელიც ვოროკლინის პოლიციის განყოფილებაში მსახურობდა და უცხოელი, რომლის შესახებაც  დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ორივე მათგანი გზაზე გამვლელმა მანქანამ გაიტანა იმ მომენტში, როცა პოლიციელი ცდილობდა უცხოელის დაცვას და გზიდან გადაყვანას.

ავარიამდე ვოროკლინის პოლიციის განყოფილებაში შევიდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი გზატკეცილზე დადიოდა და გამვლელი მანქანებისგან შეჯახების საფრთხეს ქმნიდა.

პოლიციელი პეტროს ელეფთერიუ საპატრულო მანქანით მივიდა იმ ადგილზე, სადაც უცნობი მამაკაცი შენიშნეს და მისი გაყვანა სცადა. მან საპატრულო მანქანა უსაფრთხოების ზოლში გააჩერა.

45 წლის მძღოლმა გზაზე ორი ადამიანი ვერ შეამჩნია და მათ გადაუარა, რის შედეგადაც ისინი სასიკვდილოდ დაშავდნენ. ლარნაკის საავადმყოფოში, სადაც ისინი გადაიყვანეს, მათი გარდაცვალება დადასტურდა.

გარდაცვლილი პოლიციელი ორი მცირეწლოვანი შვილის მამა იყო.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *