Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთი

შშმ პირი უჩივის ავტობუსის მძღოლს მის მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი ქმედების გამო

აღშფოთება გამოიწვია  TikTok-ზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიერ ატვირთულმა ვიდეომ, სადაც ჩანს თუ როგორ მოექცა მას ავტობუსის მძღოლი, როდესაც ის ავტობუსში ასვლას ცდილობდა, მაგრამ პანდუსი არ მუშაობდა.

ვიდეოში ჩანს, რომ ავტობუსი ჩერდება, მაგრამ არ ეშვება სპეციალურ პანდუსზე.

ჩანაწერში გარკვევით ისმის დიალოგი, როდესაც ინვალიდის ეტლში მყოფი უახლოვდება ავტობუსის წინა კარს, მძღოლი ეუბნება მას “დამხმარე არ გყავს?”.

თუმცა, როდესაც ეტლით მოსარგებლე უარყოფითად პასუხობს, მაშინ ისმის მძღოლის ნათქვამი “რატომ დადიხარ  გარეთ?”.

მას შემდეგ, რაც მძღოლი საბოლოოდ დაეხმარა შშმ პირს  ავტობუსში ასვლაში, მოჰყვა შეურაცხმყოფელი საქციელის მეორე რაუნდი, როდესაც ის ეუბნება: „სახელმწიფო გაძლევს დახმარებას და შეგიძლია დამხმარე აიყვანო, მაგრამ ყველაფერს ჯიბეში იდებ…”

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *