Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ტრაგედია პატრაში: კარამანდანის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანილი 8 წლის გოგონა გარდაიცვალა

8 წლის გოგონა, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ფონდი “Κιβωτός της Αγάπης”(კივოტოს ტის აღაპის) მასპინძლობდა, გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ადგილზე ჩაუტარდა CPR (კარდიოპულმონარული რეანიმაცია) და შემდეგ სასწრაფო დახმარების მობილურმა ბრიგადამ ის უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა კარამანდანიოს ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც სამედიცინო პერსონალი მის გადასარჩენად იბრძოდა, თუმცა სამწუხაროდ  ვერ შეძლეს.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, პატარა გოგონას სავარაუდოდ, კრუნჩხვა დაემართა, თუმცა მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად გაკვეთა დაინიშნა.

მომხდარის შესახებ მაშინვე აცნობეს პოლიციას, რის შემდეგაც ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე საქმე აღიძრა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *