Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

მიკონოსი: სასტუმროს მფლობელი კანალიზაცის მილით ფეკალურ მასებს პირდაპირ ზღვაში უშვებდა

კუნძულ მიკონოსზე პოლიციამ დააკავა ბიზნესმენი, რომელსაც გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის გაასამართლებენ.

კერძოდ, აღნიშნულმა პიროვნებამ კანალიზაციის ავზის დასუფთავებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტანკერის საფასურის დაზოგვის მიზნით, პრობლემის მოგვარების მარტივი და უსასყიდლო გამოსავალი იპოვა და კანალიზაციის მილი პირდაპირ ზღვაში ჩაუშვა.

დაახლოებით 100 მეტრი სიგრძის მილი საგულდაგულოდ იყო მოთავსებული კლდეებში და ფეკალური მასები სანაპიროს სუფთა წყალში ჩაედინებოდა, იქ, სადაც უამრავი ტურისტი იყრის თავს და ბანაობს მთელი მსოფლიოდან.

მიკონოს საპორტო ორგანომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული მილსადენი აგია ანას სანაპიროზე მდებარე სასტუმრო განყოფილებას და რესტორნის ბიოლოგიური წმენდის სისტემის გასუფთავებას ემსახურებოდა.

ზღვის სანაპიროს აღნიშნულ მონაკვეთში ამჟამად მიმდინარეობს შემოწმება წყლის დაბინძურების ხარისხის დასადგენად.

ეკოლოგიურ დანაშაულში ბრალდებული ბიზნესმესი დააკავეს, მას გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი ძალიან მძიმე ბრალდებით სავარაუდოდ სიროსში გადაიყვანენ.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *