Latest news
დღე ჩემს ოთხფეხა მეგობართან: დავაკის მოედანზე ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის განსაკუთრებული ღონისძიებე... დემოგრაფიული კრიზისი საბერძნეთში მეგონა ეპილეფსიის შეტევა ჰქონდა - რას ამბობს 26 წლის ბრალდებული მირტოზე კარზე დამიკაკუნეს და დახმარება მთხოვეს - აცხადებს 22 წლის ალბანეთის მოქალაქე რატომ ესაუბრება უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხელოვნურ ინტელექტს ფსიქოლოგის ნაცვლად უნდა გვიხაროდეს თუ არა, რომ საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ამერიკულზე უკეთესია მიმდინარეობს გამოძიება 19 წლის მირტოს გარდაცვალების საქმის დეტალების დასადგენად პროკურორისა და გამომძიებლის საერთო გადაწყვეტილებით ბრალდებულებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებენ მირტო იყო ანგელოზი, არ გადიოდა ღამით გარეთ, ვგეგმავდით ერთად დაბერებას - რას ამბობს გარდაცვლილის მეგ... არ ვიცი ჩემს შვილს რაში სდებენ ბრალს - აცხადებს 26 წლის ძალოსანის დედა
კვირა, აპრილი 19, 2026
საბერძნეთი

ტრაგედია პილოსთან: თევზსაჭერი გემის ჩაძირვისას 17 ემიგრანტი დაიღუპა

დღეს, გამთენიისას, პილოსის სამხრეთ დასავლეთით, 47 მილის საზღვაო ზონაში თევზსაჭერი გემი ამოტრიალდა და ჩაიძირა, რომელზეც ემიგრანტთა დიდი რაოდენობა იმყოფებოდა. შედეგად დაღუპულია 17 ადამიანი.

ამ დროისთვის გემზე მყოფთა ფართო სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს პილოსის სამხრეთ-დასავლეთით, საზღვაო ზონაში, ერთიანი სამძებრო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის LS-EL.AKT.-ის კოორდინაციით, მაშველებმა 104 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

გემი ლიბიიდან გავიდა და იტალიის მიმართულებით მიცურავდა.

სანაპირო დაცვის ოფიციალური პირების შეფასებით, მსგავსი ინციდენტების რიცხვი გაიზრდება, ვინაიდან იზრდება იმ ემიგრანტების რიცხვი, რომლებიც თურქეთის სანაპიროებიდან ან ჩრდილოეთ აფრიკიდან ძირითადად იტალიაში მიემგზავრებიან, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში უფრო ადვილად გადასასვლელად.

გემები ძველია და ბევრი მათგანი ცუდად არის მოვლილი, ხოლო მგზავრების რაოდენობა დაშვებულზე ბევრად მეტია.

დილიდან, საზღვაო დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და სანაპირო დაცვის ყოფილი უფროსი, თეოდოროს კლიარის, სანაპირო დაცვის უფროსი გიორგოს ალექსანდრაკის და კორპუსის ოფიცრები იმყოფებოდნენ სანაპირო დაცვის ერთობლივ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის საკოორდინაციო ცენტრში.

თავდაპირველად სათევზაო გემი დიდი რაოდენობით ემიგრანტებით, გუშინ შუადღისას შენიშნა FRONTEX-ის საჰაერო ხომალდმა, შემდეგ კი ორმა გემმა, რომლებიც მიცურავდნენ ჩრდილოეთით.

ოპერაციების პალატის მიერ განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე მეთევზეთა გემზე დახმარების გაწევის მიზნით,  უარყოფითი პასუხი მიიღეს.

ნავს დღის მეორე ნახევარში F/G ხომალდი მიუახლოვდა და მას საკვებით მიაწოდა, ხოლო უცხოელებმა უარი განაცხადეს შემდგომ დახმარებაზე.

შემდგომში, მეორე F/G გემი მიუახლოვდა გემს, რათა მიეწოდებინა მარაგები და დახმარება, მაგრამ უცხოელებმა კვლავ უარი თქვეს როგორც მომარაგებაზე, ასევე დახმარებაზე და განაცხადეს, რომ სურდათ გაეგრძელებინათ სვლა იტალიის მიმართულებით. საბოლოოდ კი აღნიშნული თევზსაჭერი გემი გამთენიისას ამობრუნდა და ჩაიძირა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *