Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
მსოფლიო

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დააკავეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფორმალურად დააკავეს, რათა ბრალი წაუყენონ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი დღეს მაიამის ფედერალურ სასამართლოში მივიდა, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს.

49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა, ყალბი ჩვენების მიცემა და შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“.

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბრალს არ აღიარებს და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს. მაიამის სასამართლოს წინაშე 76 წლის ტრამპი 13 ივნისს უნდა წარდგეს.

მოსალოდნელია, რომ ტრამპს თითების ანაბეჭდი აუღონ მოსმენამდე, რომელიც დაგეგმილია საღამოს 10 საათზე (საბერძნეთის დროით). სასამართლო სხდომა კამერების გარეშე გაიმართება და პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა.

მისი მხარდამჭერები ამერიკის დროშებით ხელში  სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ და სკანდირებდნენ.

მაიამის მერმა ფრენსის სუარესმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არ   შეიქმნება,რადგან ხელისუფლება ელოდა 50 000-მდე ადამიანის შეიკრებას სასამართლოს შენობასთან და მოემზადა შესაძლო ძალადობრივი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

საერთაშორისო მედია ისტორიულ სასამართლო პროცესზე საუბრობს, რადგან ის აშშ-ს ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სასამართლოს წინაშე დგას ფედერალური დანაშაულის ჩადენისთვის, ამდენად  იურიდიულ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

სასამართლოს წინ მსოფლიო მედიასაშუალებების ასობით ჟურნალისტი და ფოტოგრაფი შეიკრიბა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა მომიტინგეებს მშვიდობისაკენ მოუწოდა, მათი მხრიდან უმართავი  პროცესების დაწყების საშიშროება არსებობს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *