Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტრაგედია ტემბში:  ,,ნუთუ ვეღარასოდეს გნახავ?!”

 ,,ნუთუ ვეღარასოდეს გნახავ?!’’

ზუსტად ერთი წლის წინ, ტემბში, ტრაგიკულად  დაღუპული 57 ადამიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი გადაიხადეს.

ტრაგედიამ, რომელიც გასული წლის 28 თებერვალს, გამთენიისას მოხდა მატარებლების შეჯახების შედეგად, 57 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

იქ დღეს, ოჯახები და ახლობლები დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისს იხდიან და; შეჯახების ადგილას ყვავილებსა და გვირგვინებს ტოვებენ.

ტრაგედიის ადგილზე დარგული ხეები და მიწაში ჩარჭობილი 57 გიგანტური ლურსმანი ყველას შეახსენებენ, რომ ერთი წლის წინ, 28 თებერვალს, 23:22 საათზე, 57 ოჯახს (და არა მხოლოდ),  დიდი უბედურება დაატყდა თავს.

მძიმე და ტრაგიკულ ატმოსფეროსზე ის შოკისმომგვრელი მომენტიც მეტყველებს, როცა ერთერთი დედა საკუთარი შვილის სასაკლაოს უახლოვდება და მიწას ჩასძახის: “ჩემო სიყვარულო, სად ხარ?  არ მჯერა, რომ აღარასოდეს გნახავ!“

დღეს, მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ, დილის 10 საათიდან, ტემპის ავარიაში უსამართლოდ დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემოდ ქვეყნის ყველა ეკლესიაში გლოვის ზარებს რეკავენ…

დაღუპულთა ოჯახები, ახლობლები და მთელი ქვეყნის მოსახლეობა მოითხოვს მკაცრად დაისაჯონ ის პირები, ვინც ტემბში დატრიალებულ ტრაგედიაზეა პასუხისმგებელი!

P.S. ჩვენც, როგორც ამ ქვეყნის მაცხოვრებლები, მომხდარ ტრაგედიას გულგრილი არ დავუტოვებივართ, ამიტომაც, მხოლოდ მშრალ სტატიას ვერ დავჯერდით… გულწრფელად ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და მათი ახლობლების ხმას ვუერთდებით: ,,იმისათვის, რომ დემოკრატიის მშობელ ქვეყანაში სამართალმა იზეიმოს, მკაცრად დაისაჯოს ყველა ის, ვინც თავისი უპასუხისმგებლობით, იფიგენიას მსგავსად, საკუთარ ამბიციებს 57 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შესწირა!“

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *