Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

როგორ აღმოჩნდა მანქანა ზღვაში

როგორ აღმოჩნდა მანქანა ზღვაში

კრეტა: წყვილმა იჩხუბა და ერთერთი პარტნიორის  მანქანა ზღვაში აღმოჩნდა.

მეწყვილესთან კამათის შემდეგ, ამუდიას სანაპიროზე მამაკაცმა პარტნიორის მანქანაში  ნეიტრალური სიჩქარე დააფიქსირა, შემდეგ კი, უბიძგა და ზღვაში გადააგდო.

უფრო კონკრეტულად, როგორც ხელისუფლების გამოძიებიდან გაირკვა, ყველაფერი წყვილს შორის ჩხუბით დაიწყო.

მამაკაცი სახლიდან გაღიზიანებული გავიდა, პარტნიორის მანქანა წაიყვანა და ამუდიას სანაპიროზე მისვლის შემდეგ მანქანა ბორტიდან ზღვაში გადააგდო.

გამვლელმა, რომელმაც დაინახა, რომ მანქანა წყალში ჩაიძირა, პოლიციას შეატყობინა.  პოლიციის თანამშრომლები და ნავსადგურის სამმართველოს ჯგუფი ადგილზე მაშინვე მოვიდა.

მყვინთავებმა უპირველესად სცადეს შეემოწმებინათ, იმყოფებოდნენ, თუ არა მგზავრები ჩაძირულ ავტომობილში. როცა დარწმუნდნენ, რომ მანქანაში არავინ იყო, მანქანა ამწე-ოპერაციის შედეგად ხმელეთზე ამოიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით, საქმის განხილვა სამართალდამცავებს დაევალათ.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *