უამინდობის ფენომენი ერმინიო: საბერძნეთს წინ მძიმე 48 საათი ელის
უამინდობის ფენომენი ერმინიო: საბერძნეთს წინ მძიმე 48 საათი ელის
სრული მზადყოფნაა გამოცხადებული საბერძნეთში სინოპტიკოსების მიერ პროგნოზირებული უამინდობის ფენომენი “ერმინიო”-სგან გამოწვეული საფრთხისგან თავის დასაცავად.
უამინდობის ფენომენი განსაკუთრებით ქვეყნის 7 რეგიონს დაარტყამს: ათენი, თესალია, საბერძნეთის ცენტრალური ნაწილი და ეგეოსის ზღვის სამხრეთ კუნძულებს.
რეგიონებში სადაც ძლიერი წვიმა და ქარიშხალია მოსალოდნელი სკოლები დაიკეტა.
მეტეოროლოგი თოდორის კოლიდასის მიერ გავრცელებული ამინდის პროგნოზის თანახმად ათენს დღის განმავლობაში ზედიზედ 2-ჯერ დაარტყამს უამინდობის ფენომენი.
პირველი ეტაპი დილის 8-10 საათიდან აიღებს სათავეს და შუადღის საათებამდე გაძიერდება, ხოლო მეორე კი შუადღის 3 საათიდან ღამის 9 საათამდე გასტანს.
Facebook Comments Box
