Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

1-ლი აპრილი: ტრადიციები და ცრურწმენები

1-ლი აპრილი: ტრადიციები და ცრურწმენები

დღეს პირველი აპრილია. ყვავილების თვემ ოფიციალურად შემოაბიჯა. გაზაფხულის მეორე თვემ ეს სახელი ლათინური ზმნისგან aperire მიიღო, რაც ნიშნავს “ვიხსნები”. გამომდინარე იქიდან რომ ამ ეს თვე ხეებისა და მცენარეების ყვავილობის თვეა და სწორედ ამიტომ მოირგო ეს სახელიც არაჩვეულებრივად.

1 აპრილის დამახასიათებელი ტრადიცია გულუბრყვილო ტყუილის თქმაა. ამ ტრადიციას ფესვები დასავლეთში აქვს და კერძოდ ძველ კელტებს უკავშირდება. კელტესელები ამ დღეს სათევზაოდ მიდიოდნენ ხოლმე, თუმცა თევზაობიდან ნადავლის გარეშე დაბრუნებულები იტყუებოდნენ და გამოგონილ ისტორებს ყვებოდნენ სახლში.

დიდ ბრიტანეთში მას, ვინც ხუმრობაზე წამოეგება, “აპრილის სულელს” (April fool) უწოდებენ. მაგრამ გასულელება მხოლოდ შუადღის 12 საათამდეა შესაძლებელი, ის, ვინც ამ დროს შემდეგაც შეეცდება ვინმეს მოტყუებას თავად ხდება “სულელი”.

იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და კანადის ფრანგულენოვან რაიონებში არსებობს ტრადიცია, სახელწოდებით “აპრილის თევზი” (“Poisson d’Avril”), რომლის მიხედვითაც საჭიროა ადამიანს ზურგზე შეუმჩნევლად მიაკრა ქაღალდისგან გამოჭრილი თევზი. ამგვარი საპირველაპრილო თევზი ხშირად ფიგურირებდა XX საუკუნის ევროპაში 1 აპრილის მისალოც ბარათებზე.

შოტლანდიაში დაცინვის დღეს 1 და 2 აპრილს აღნიშნავენ. როგორც წესი, ამ დღეს სკამზე შეუმჩნევლად უდებენ ჭიკარტებს ან ჰაერით სავსე ბალიშს, რომელიც დაჯდომისას უხერხულ ხმას გამოსცემს…

მართლმადიდებელი ეკლესია საპირველაპრილო ოინებს აღდგომის დღესასწაულს უკავშირებს. ერთ-ერთი ვერსიით, ჯვარზე გაკრული მაცხოვრის აღდგომა სწორედ პირველ აპრილს მოხდა. მაშინ როცა მართლმადიდებლები ქრისტეს აღდგომას ზეიმობდნენ, პილატეს ბრძანებით, გავრცელდა ხმები, რომ ეს იყო საპირველაპრილო ხუმრობა. სწორედ ამიტომ, მართლმადიდებელი ეკლესია ამ ხუმრობას ცოდვად მიიჩნევს.

საბერძნეთში ივარაუდება, რომ ეს ტრადიცია ჯვაროსნების პერიოდს უკავშირდება. ტყუილის თქმა ბერძნებისთვის ბედნიერების დაცვას უკავშირდება. ეს ცრურწმენა კი იქიდან მოდის, რომ ტყუილის თქმით ხელი ეშლება ცუდ ენერგიას დააბრკოლოს ჩვენი წარმატებისა და ბედნიერებისკენ მიმავალი გზა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *