Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
ხუთშაბათი, ივლისი 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ქალთა დღესთან დაკავშირებული მშვიდობიანი აქცია სინდაგმაზე 

ქალთა დღესთან დაკავშირებული მშვიდობიანი აქცია სინდაგმაზე 

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ათენის ცენტრში დღესაც გაიმართა მშვიდობიანი მსვლელობა, რომლის მთავარ მოთხოვნად ისევ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა რჩება. 

სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის, ეროვნებისა თუ ასაკის  ადამიანებმა ფერადი აფიშებით, ამ დღისთვის დამახასიათებელი სლოგანებითა და მუსიკალური ნომრებით კლავთმონოსის მოედნიდან დაიწყეს მსვლელობა.
გულის ამაჩუყებელი იყო ახალგაზრდების მიერ შესრულებული სიმღერა, რომელიც ტემბში დაღუპულ მგზავრებს ეძღვნებოდათ, ამაღელვებელი იყო სლოგანები, რომლებიც კიდევ ერთხელ გვახსენებენ თუ როგორი ძლიერი და უშიშარი შეიძლება იყოს ქალი და რომ მის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, შესაბამისად არ უნდა იზღუდებოდეს ქალის წარმატება არც იმ “გამჭვირვალე ჭერით”, რომელი პრაქტიკაც ასე საერთაშორისო დონეზეა გავრცელებული.

რაც არ უნდა ჩაგვინერგოთ შიში, ფრთებს მაინც ვერ დაგვაჭრით!

აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა მანამ, სანამ ახალი პარლამენტის შენობიდან სიგრუს გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე საბერძნეთის სპეც.დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები არ შეუერთდნენ აქციას, რომლებიც დღის ბოლოს აქციის დაშლასაც შეეცადნენ. 

ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აქციის მონაწილეებმა კოლოკოტრონის ძეგლს საღებავები შეასხეს და სწორედ ეს გახდა აქციის დარბევის მიზეზი, თუმცა qartvelebi.gr-ის აქციაზე ყოფნის განმავლობაში მსგავსი ფაქტი და აქციის მონაწილეების მხრიდან გადაცდომა არ დაფიქსირებულა. 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *