Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდი – რა უნდა ვიცოდეთ

ქალთა მიმართ ძალადობა და ფემიციდი – რა უნდა ვიცოდეთ

ფემიციდი წარმოადგენს ძალადობის ერთ-ერთ ექსტრემალურ ფორმას, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ ქალის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულები განსხვავდებიან ცალკეულ სოციალურ და კულტურულ რეალობაში, ფემიციდი გლობალური მოვლენაა, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საგანგაშო ნიშნულს მიაღწია. 

ფემიციდის შემთხვევების დიდი ნაწილი ქალების ყოფილი ან ამჟამინდელი პარტნიორების მიერ არის ჩადენილი და ხანგრძლივი ძალადობისა და ზეწოლის შედეგია. შეიძლება, განვასხვაოთ ფემიციდის შემდეგი ფორმები:

  • ინტიმური ფემიციდი, ანუ ინტიმური პარტნიორის მიერ ჩადენილი მკვლელობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში მოკლული ქალების 35% ინტიმური ფემიციდის მსხვერპლია.
  • „ღირსების“ მკვლელობას (Honour Killing) სჩადის ოჯახის წევრი მამაკაცი ოჯახის რეპუტაციის ანუ „ღირსების“, შესანარჩუნებლად. მკვლელობის მიზეზი შეიძლება იყოს ქალის მიერ ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობის დამყარება, ქალის ქცევასთან დაკავშირებული გაბატონებული ნორმების დარღვევა, ცოლქმრული ღალატი, ქორწინების გარშე ორსულობა და ა.შ. „ღირსების“ მკვლელობებს მიმართავენ ხოლმე ინცესტის შემთხვევების მისაჩქმალადაც. ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 5000 „ღირსების“ მკვლელობა ხდება. ფემიციდის ეს ფორმა განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაშია გავრცელებული.
  • მზითევთან დაკავშირებული ფემიციდი განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. ფემიციდის ამ ფორმას სიძის მშობლები სჩადიან და მისი მიზეზია პატარძლის მშობლების მიერ მიცემული მზითვით უკმაყოფილება.
  • არაინტიმურია ფემიციდი, როცა მკვლელი არ არის მსხვერპლის ახლობელი, ნათესავი ან ნაცნობი.

გამოყენებული ლიტერატურა: World Health Organization. (2012). Understanding and Addressing Violence Against Women.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *