Latest news
მიზანში ამომიღეს - აცხადებს კონსტანტოპულუ კარლა: ფოტოგრაფებმა იშვიათი შავი ყარყატი დააფიქსირეს დანა იმიტომ ჰქონდა რომ  ეშინოდა - აცხადებს 20 წლის ბრალდებულის ადვოკატი კოზანის რეანიმაციული განყოფილების დირექტორი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არსებულ მდგომარეობაზე ... პროგრამისთვის ტურიზმი ყველასთვის 300 000 განაცხადი შევიდა დაგვიანებით - პლატფორმა 29 აპრილს იხურება სოციალურ პროგრამაზე ძიძები სამეზობლოდან რეგისტრაცია დღეიდან იწყება რა ღირს ოცნების ასრულება - ინ ვიტრო განაყოფიერების ახალი რეალობა საბერძნეთში ისტორიული შენობების მფლობელები მოთხოვნებს აყენებენ 27 წლის ბიჭის მკლელობის საქმესთან დაკავშირებით დეტალები ვრცელდება რა არის ლეპტოსპიროზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება
ორშაბათი, აპრილი 27, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ქალი, რომელიც 38 წლის მოტოციკლეტისტის გადარჩენას ცდილობდა, ცდილობს გარდაცვლილის დედას ხმა მიაწვდინოს

ქალი, რომელიც 38 წლის მოტოციკლეტისტის გადარჩენას ცდილობდა, ცდილობს გარდაცვლილის დედას ხმა მიაწვდინოს

შეუძლებელია ცრემლების გარეშე წაიკითხოთ კომენტარი, რომელიც Greek Adventure Riders-ის გუნდმა 38 წლის ლამბისთან გამოსამშვიდობებლად დაწერა. 

ქალმა, რომელიც საბედისწერო დღეს, ჰალკიდიკზე სანაპიროზე იმყოფებოდა, დეტალურად მოყვა მომხდარის შესახებ და ითხოვა, რომ ეს ამბავი გარდაცვლილის დედის ყურამდე მიეწვდინათ და ეთქვათ მისთვის, რომ მისი შვილი მარტო არ იყო:

“ძალიან გთხოვთ ვინც იცნობთ მის დედას გადაეცით ეს მესიჯი.
არ არსებობს სიტყვა, რომელიც შენი ტკივილის გაქარწყლებას შეძლებს. მაგრამ მინდა იცოდე, თუ რა მოხდა გუშინ და განსაკუთრებით იცოდე ის, რომ შენი შვილი მარტო არ იყო, რომ შენი შვილი ერთი წამითაც კი არ დაგვიტოვებია მარტო. სანაპიროზე ჩემს ქმართან და დასთან ერთად ვიყავი. უეცრად დიდი ტალღა წამოვიდა და ჩავყვინთეთ. რაღაც მომენტში ხმაური შემოგვესმა. ახალგაზრდა ბიჭს შენი შვილი ეჭირა ხელში და განწირული ხმით შველას ითხოვდა: “აღარ შემიძლია, მიშველეთ, მაშველებს დაუძახეთ”. დაუყოვნებლივ გავემართეთ მისკენ. 70-80 მეტრის მოშორებით ვიყავით ნაპირისგან. როგორც კი მივუახლოვდით მისი თავი დავიჭირე, რომ არ ჩაძირულიყო. ჩემ ქმარსაც ეჭირა მის მეგობართან ერთად, იძირებოდა. მთელი ძალით ვცდილობდით სანაპიროზე დროულად გამოგვეყვანა. არცერთი წამით არ დაგვიტოვებია.. რაღაც ეტაპზე ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ გაუმკლავდებოდნენ მარტოც და მთხოვა მაშველებისთვის დამეძახა. მაშინვე გავცურე სანაპიროსკენ და შველა ვითხოვე. ერთი მაშველი ეგრევე შევარდა წყალში და უკვე სამმა კაცმა შეძლო მისი ნაპირზე ამოყვანა.
როგორც კი დავაწვინეთ მაშინვე დავიწყეთ მცდელობა, რომ გონს მოგვეყვანა. გავიქეცი, რომ გამეგო იქნებ ექიმი იყო სანაპიროზე. ამასობაში მეორე მაშველიც მოვიდა, გულის ფიზიკური და ელ.მასაჟი გაიკეთეს. თავს უამრავი ადამიანი გვეხვია. ყველა ერთად ვცდილობდით, ვდილობდით მთელი ძალით. ველაპარაკებოდით, ვთხოვდით მობრუნებულიყო.. თვალი გაეხილა. ვცდილობდით გადაგვერჩინა მთელი ჩვენი გულით, სულით და ხელებით, მაგრამ უშედეგოდ..
მისი ხელი არცერთი წამით არ გამიშვია. ვეფერებოდი და ველაპარაკებოდი. ვეუბნებოდი: “მიდი ჩემო ბიჭო, თვალი გაახილე, დაგვიბრუნდი..” რათაც მომენტში მკითხეს ჩემი შვილი იყო თუ არა, ვუპასუხე, რომ არა, მაგრამ იმ მომენტში ვგრძნობდი, რომ ჩემი შვილის ხელი მეჭირა, რადგან მეც მყავს 25 წლის ბიჭი. არცერთი წამით არ გამიშვია მისთვის ხელი. არცერთი წამით არ შეუწყვეტიათ მაშველებს მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ამასობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მოვიდა. რაღაც მომენტში თითქოს ხელი გაუთბა და მომიჭირა კიდეც. ვეუბნებოდი, ვთხოვდი დაბრუნებულიყო, მაგრამ უშედეგოდ. ერთი საათი ვცდილობდით მის მობრუნებას, მაგრამ უშედეგოდ.
ერთადერთი რისი თქმაც შენთვის მინდა არის ის, რომ შენი შვილი არცერთი წამით მარტო არ ყოფილა. ყველანი მის გვერდით ვიყავით. მოვუარეთ სიყვარულით, რწმენით და ადამიანური სულისკვეთებით. ვიბრძოლეთ მისთვის ბოლო წამამდე. რამდენი ვიბრძოლეთ..
იმედი მაქვს ოდესმე იპოვი ძალას განაგრძო ცხოვრება. სიტყვები არ მყოფნის იმ ტკივილის გამოსახატავად რასაც ვგრძნობთ ყველა.. უბრალოდ გახსოვდეს, რომ შენი ანგელოზი მარტო არ ყოფილა..
მთელი გულით და სულით შენ გვერდით ვარ.. ყველა ძალიან ვწუხვართ.
დიდი სიყვარულით და პატივისცემით ხრისტინა რეპა, რულა რეპა და ანდრეას ბირნერი.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *