Latest news
ქსანთი: ლეფკოპეტრაში პონტოს ბერძნების გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართა წვიმა და ჭექა-ქუხილი  აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთში  კირიაკი ღრივას სასამართლო პროცესი 2027 წლის თებერვლამდე გადაიდო საბერძნეთი: ჯანმრთელობის სფეროს რამდენიმე დაწესებულებაში დარღვევები გამოვლინდა კუნძულ კოსსა და სიროსზე ფსიქიკური ჯანმრთელობის 2 ახალი ცენტრი 2,8 მილიონი ევროთი დაფინანსდება ტების პროცესზე მოწმეები არ გამოცხადდნენ ΟΑΣΑ: ოქტომბრიდან ავტობუსის ხაზების რაოდენობა იზრდება გიორგოს მაზონაკისის დედა განცხადებას აკეთებს საბერძნეთის 6 რეგიონში შომადობამ 50%-ით იკლო იმედისმომცემი სიახლე 16 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
ოთხშაბათი, სექტემბერი 23, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ქსანთი: ლეფკოპეტრაში პონტოს ბერძნების გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართა

ქსანთი: ლეფკოპეტრაში პონტოს ბერძნების გენოციდისადმი მიძღვნილი ძეგლი აღიმართა

ქსანთის პატარა სოფელ ლეფკოპეტრაში, პონტოეკუ ბერძნების გენოციდის ხსოვნის პატივსაცემად დიდი ზომის პონტური მუსიკალური ინსტრუმენტის ფორმის მემორიალი დაიდგა.

მემორიალის შექმნის ინიციატივა კულტურულ გაერთიანებას „პონტოს სტავრაეტები“ ეკუთვნის. სოფელში დაახლოებით 700 ადამიანი ცხოვრობს მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანია, ნაწილი კი მუსულმანი. ადგილობრივი კულტურული გაერთიანების ხელმძღვანელის, კონსტანტინა ნავროზიდუს განცხადებით, სოფლის მოსახლეობის წინაპრები პონტოდან ჩამოსახლებული ბერძნები იყვნენ და მათი ისტორიისა და მეხსიერების შენარჩუნება მათთვის მნიშვნელოვანია.

მემორიალის შექმნის იდეა გაერთიანების წევრ ვასილიკი კირიაკიდუს ეკუთვნის. მისი მიზანი იყო პონტოელი ბერძნების გენოციდის ხსოვნისთვის მუდმივი სიმბოლოს შექმნა სოფლის ცენტრალურ მოედანზე.

ბრინჯაოს პონტური ლირა, რომლის სიმაღლე 1,20 მეტრია, მოქანდაკე იორდანის პიმენიდისმა შექმნა. იგი მარმარილოს კვარცხლბეკზეა განთავსებული და მთლიანად მემორიალის სიმაღლე 3,50 მეტრს აღწევს. მემორიალის კონსტრუქცია მხატვარმა და მწერალმა დიმიტრის ავურისმა დაამზადა.

მემორიალის შექმნამ ჯამში 9 000 ევრო შეადგინა. თანხა მუნიციპალიტეტის, ორი ქველმოქმედისა და კულტურული გაერთიანების წევრების შემოწირულობებით შეგროვდა.

მემორიალი უკვე დამონტაჟებულია ლეფკოპეტრას ცენტრალურ მოედანზე. მისი ოფიციალური გახსნის ცერემონია 4 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *