Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
სამართალისაბერძნეთი

ქურდებს ნაძარცვი ერთერთი სახლის ეზოში დარჩათ

ქურდებს ნაძარცვი ერთერთი სახლის ეზოში დარჩათ

როდოსი: სამი ბინის მძარცველებმა ძვირფასი ნივთებით სავსე ბალიშის გარეკანი ძარცვის ადგილზევე დატოვეს.

დამნაშავეებმა შეამჩნიეს პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც იმ დროს პერიმეტრზე პატრულირებდნენ და სავარაუდოდ, ჩხრეკვის შეეშინდათ. ამდენად, ბალიშის გარეკანში მოთავსებული ფული და ძვირფასეულობა, ერთერთი სახლის ეზოშივე დატოვეს.

პოლიციამ დაზარალებულთა ჩივილის შედეგად ტერიტორია გამოიკვლია, მოპარული ნივთები იპოვა და მფლობელებს დაუბრუნა.

 დამნაშავეების პირველი მსხვერპლი 32 წლის ქალბატონი აღმოჩნდა, რომლის ბინაშიც სახლში აივნის დაუცველი კარიდან შეაღწიეს და იქიდან 4000 ევროს ღირებულების საათი და ძვირფასეულობა დაიტაცეს.

მოგვიანებით მძარცველებმა კიდევ ორი ბინა გაძარცვეს, საიდანაც ასევე, ფულადი თანხა და ძვირფასი სამკაულები იქნა გატაცებული.

კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის სპეციალისტებმა სამივე ბინიდან ამოიღეს თითის ანაბეჭდები. დამნაშავეებიის იდენტიფიცირებისათვის მიმდინარეობს გამოძიება.

აღსანიშნავია, რომ სამივე ძარცვის ხელწერა ერთმანეთს ჰგავს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *