Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

მკვლელობა ჰერაკლიონში: ჯერ მოკლა, შემდეგ კი, პოლიცია გამოიძახა

მკვლელობა ჰერაკლიონში: ჯერ მოკლა, შემდეგ კი, პოლიცია გამოიძახა

მკვლელობა ჰერაკლიონში:  „მოდით, აქ ქალია ნაცემი!“ – 39 წლის მამაკაცის სატელეფონო ზარი EKAB-ში.

“მოდით, აქ ქალია ნაცემი!”  – ამ სიტყვებით, 39 წლის ალბანეთის მოქალაქემ  29 წლის პარტნიორის მკვლელობიდან მალევე   მიმართა  EKAB-ს.

აღსანიშნავია, რომ დამნაშავეს  ხელისუფლება  კარგად იცნობს.

მკვლელი სახლში ნასვამი დაბრუნდა და ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში ესროლა.

“ის, ბერძნულ ენაზე  გამართულად ლაპარაკობდა, ხოლო მისი სატელეფონო ზარი ხანმოკლე იყო”, – განუცხადა creta24-ს კომპეტენტურმა წყარომ.

სასწრაფო დახმარების სამსახურმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა და დამნაშავე მაშინვე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი კამინიაში, პატროკლუს ქუჩაზე, მე-2 სართულის ბინაში ცხოვრობდა.

დანაშაულის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს 29 წლის ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა, გარდაცვლილს  თავის არეში – ყურთან ახლოს აღენიშნებოდა.

გარდაცვლილის სისხლის კვალი მკვლელის ტანსაცმელზეც აღმოჩნდა. დამნაშავე სამართალდამცავებისათვის კარგად ნაცნობი, წარსულში ნარკოტიკებთან დაკავშირებით კანონდამრღვევი, 39 წლის ალბანელი მამაკაცია, რომელიც მკვლელობის იარაღს უკანონოდ ფლობდა და 29 წლის ქალს – რუმინეთის მოქალაქეს მოუსწრაფა სიცოცხლე.

39 წლის მკვლელმა  დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ პარტნიორს პისტოლეტიდან ესროლა.

დანაშაულის იარაღი და სამი დაცლილი ვაზნა  პოლიციამ  დამნაშავის სახლშივე –  მაგიდაზე იპოვა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *