Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

არასრულწლოვნებმა ჯიხური გაძარცვეს

არასრულწლოვნებმა ჯიხური გაძარცვეს

კვირას ღამით ილიუპოლში მდებარე ჯიხური სამმა არასრულწლოვანმა გაძარცვა.

“ყელზე დანა მომადეს და მითხრეს არ გავნძრეულიყავი და არც ხმა ამომეღო.” – განაცხადა გამყიდველმა ტელემაუწყებელ ΣΚΑΪ-სთან საუბრისას.

დაზარალებულმა მძარცველებზეც ისაუბრა და განაცხადა: “ახალგაზრდები იყვნენ და საერთოდ არ ჰქონდათ შიშის გრძნობა. ძალიან რთულია როცა იარაღს გიმიზნებენ, სისხლი გამეყინა. ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ გადავწყვიტე რომ არ გამერისკა.” 

ახალგაზრდებმა ჯიხური გამთენიის 01:00 საათზე გაძარცვეს. სამიდან ერთ-ერთს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, ხოლო მეორეს კი დანა. 

მძარცველებმა ჯიხურიდან სიგარეტი და 800 ევრო წაიღეს და ადგილიდან მიიმალნენ. 

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გამოძიების შედეგად დადგინდა ერთ-ერთი არასრულწლოვანის ვინაობა, თუმცა ამ დრომდე მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *