Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
ხუთშაბათი, ოქტომბერი 1, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

ყველა კაცი დედამისს ეძებს თავის სასიყვარულო ურთიერთობაში – აცხადებს პეტროს იაკოვიდისი

ყველა კაცი დედამისს ეძებს თავის სასიყვარულო ურთიერთობაში – აცხადებს პეტროს იაკოვიდისი

პეტროს იაკოვიდისმა თავის პირად ცხოვრებასა და მის იდეალურ პარტნიორზე ისაუბრა გადაცემა “Happy Day”-ში.

მომღერალმა საუბარი მისი კარიერის მიმოხილვით დაიწყო: “ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელოვან ადამიანებს კარგი ქიმია ჰქონდეთ ერთმანეთში. ჩემს კარიერულ წინსვლაში ჩემმა მშობლებმა დიდი როლი ითამაშეს. მარტო მე ვერაფერს მივაღწევდი. როცა სცენაზე გამოვდივარ და ვხედავ გულ აჩუყებულ მამას გული სიხარულით მევსება, ამაზე ამაღელვებელი და ლამაზი არაფერია.”

“დედაჩემს ზოგადად ყველაფერზე გული უჩუყდება. სულ მეუბნება “ჩემო პატარა, მოდი ჩაგეხუტო”. მამაჩემი არასდროს ჯდება იმ ადგილზე, რაც მათთვის მაქვს შერჩეული. ერთ ადგილას არ ჩერდება, ყველაფერს აკვირდება და როცა ვასრულებ გამოსვლას მოდის და მიზიარებს მის შთაბეჭდილებებს.”

რაც შეეხება პირად ცხოვრებას მომღერალმა განაცხადა: “ბევრჯერ მითქვამს, რომ ნებისმიერი მამაკაცი მის სასიყვარულო ურთიერთობაში დედამისს ეძებს. რაც ვიგულისხმე არის შემდეგი: ქალი რომელსაც შეუძლია დაგამშვიდოს სანამ სახლიდან გახვალ არის დედა. მისი ჩახუტება გამშვიდებს და პრობლემებს გიქარწყლებს. შესაბამისად როცა ქალი შენში ამ ემოციას იწვევს. ყველანაირი მოქმედების გარეშე, როცა მას ხედავ და ეს შეგრძნება გეუფლება, შეუძლია ამ ქალს ყველაფერი დაგავიწყოს. აი ამას ვგულისხმობდი.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *